Monday , 9 December 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » 2014 წლის „ნაციონალური ტყუილების“ ტოპ 10-ეული – წინასაახალწლო ნახევრადიუმორი

2014 წლის „ნაციონალური ტყუილების“ ტოპ 10-ეული – წინასაახალწლო ნახევრადიუმორი

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სიუჟეტები Comments Off on 2014 წლის „ნაციონალური ტყუილების“ ტოპ 10-ეული – წინასაახალწლო ნახევრადიუმორი

diagram102014 წლის „ნაციონალური ტყუილების“ ტოპ 10-ეული – წინასაახალწლო ნახევრადიუმორი

2014 წელი იმით უფრო გამოირჩეოდა, რომ საზოგადოების მგრძნობელობა საკითხებისადმი ბევრად ძლიერი იყო, ვიდრე რეალობა. ამისათვის ხელისუფლების ოპონენტებმა იზრუნეს.

გაგაცნობთ, „ნაციონალური ტყუილების“ ტოპ 10-ეულს.

შეგახსენებთ, ტოპათეული ნაწილობრივი იუმორის რეჟიმშია და ბოლომდე სერიოზულადაც ნუ აღიქვამთ.

აქვე, მეორე ტოპათეული უკვე ხელისუფლების 2014 წლის ტყუილებს შეეხება.

მაშ, ას…

8     ადგილი: „კრიმინალი შემოგვივარდა სახლში და ქუჩაში საღამოს ვერ გაივლი“ – რამდენადმე გამძაფრებულმა ინფორმაციამ კრიმინალის შესახებ მცირე ხნით მოსახლეობის პანიკა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ  მოსახლეობაზე დანაშაულის რაოდენობის პროპორციით საქართველოს ევროპის ქვეყნებზე უარესი მონაცემი არ ჰქონია, მოსახლეობამ მაინც შიშნარევად გადაიტანა  ინფორმაცია. საერთო ჯამში, ეს ხელოვნური პანიკა მალევე დასრულდა.

 

7     ადგილი: „საქართველომ საგარეო ვექტორს გადაუხვია“ –  2014 წლის ერთ-ერთი მორიგი მიზეზი პანიკისა საქართველოს საგარეო ვექტორის შესაძლო ცვლილება გახდა. „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას არწმუნებდა, რომ უკრაინის ექსპრეზიდენტის, იანუკოვიჩის მსგავსად, საქართველოს პრემიერმინისტრი ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარს უკანასკნელ მომენტში განაცხადებდა. ამ ხელოვნური პანიკის მიუხედავად, „ასოცირების ხელშეკრულებას“ ზარზეიმით მოეწერა ხელი.

 

6     ადგილი: „ევროპის ქვეყნები საქართველოს ხელისუფლების უგუნურობის გამო ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას არ მოახდენენ“ – ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ასოცირების ხელშეკრულების მიუხედავად, ევროპის ქვეყნები რატიფიცირებას არ მოახდენდნენ, ამის შესახებ ინტენსიურმა საინფორმაციო კამპანიამ მცირე ხნით დაჩრდილა ასოცირებით მიღებული სიხარული, საზოგადოების ნაწილი ისევ პანიკამ მოიცვა, იქნებ, მართლაც რატიფიცირების გარეშე დავრჩეთო. მიუხედავად ამ მორიგი ხელოვნური პანიკისა, ხელშეკრულების რატიფიცირებაც მალევე მოხდა.

 

5     ადგილი: „საქართველოსადმი ინტერესი განელდა მსოფლიოსგან“ – იმ პასაჟით, რომ „ინტერესი“ დადებით ეფექტს ნიშნავსო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებას ლანძღვა-კიცხვის დიდი დოზა აუგორა, ამ ხელოვნურ საინფორმაციო კამპანიასაც მალე მოეღო ბოლო, როდესაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ე.წ. რუსულ-აფხაზურ ხელშეკრულებაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანმა ლიდერმა და ადმინისტრაციამ გააკეთა.

 

 

4     ადგილი: „ევროპა უკიდურესად ნეგატიურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების მუშაობას“ – ანტიქართულ საინფორმაციო კამპანიებს საერთაშორისო საზოგადოებებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოპოზიციაში“ გადასვლისთანავე მიმართა. დაახლოებულმა კონტაქტებმა ცალკეულ პირებზე გამოხმაურებაც ჰპოვა და ჩნდებოდა პირები, რომლებიც ნეგატიური გამოსვლებით ხასიათდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ზოგიერთ შემთხვევაში ამგვარი განცხადებები და გამოსვლები საკმაოდ „ეფექტურადაც“ ახდენდა ხელისუფლების დისკრედიტაციას, თუმცა, საერთო ჯამში, ძირითად შემთხვევებში ოფიციალური რეზოლუციები და საზოგადოებების, პრეზიდენტების თუ ადმინისტრაციების განცხადებები და შეფასებები შემხვედრი იყო საქართველოს მიმართ. ძირითადად ჩანდა დადებითი შეფასებები და რისკების შესახებ რეკომენდაციები. ასე, რომ ევროპამ „უკიდურესად ნეგატიური შეფასებების“ ნაცვლად გამოხატავდა დადებით შეფასებებს, რეკომენდაციებსა და გარკვეულ შიშებს რისკფაქტორებთან დაკავშირებით.

 

3     ადგილი: „ფასების კონტროლი ვერ ხერხდება და ლარი კუპონიზაციას განიცდის“ – ლარის კურსის დაცემამ ყველა ჩვენგანი მნიშვნელოვნად შეაშინა, თუმცა, ის რა „პერსპექტივებსაც“ უწევდა პროგნოზს „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ჩვენგანის შიში სერიოზულ პანიკად გვიქცია. მოსახლეობა შიშით ვალუტას ცვლიდა, ლარს არ იტოვებდა ოჯახში, პროდუქტებს იძენდა სამომავლო შიმშილობისათვის. საერთო ჯამში, მართალია, ლარი რამდენადმე გაუფასურდა და ფასებმაც მოიმატეს, მაგრამ ქვეყანაში შიმშილი არ დამდგარა, როგორც „მთავარი ოპოზიციური ძალა“ გვპირდებოდა; სამაგიეროდ, დასტაბილურებულმა ლარის კურსმა არაერთ მოსახლეს ფინანსური მარცხი განაცდევინდა, რამდენადაც შიშის ფაქტორის გამო ფინანსური რესურსები გაუფასურებადი ლარით მოგების პერსპექტივით დოლარში გადაცვალა.

 

2     ადგილი: „ბიძინა ივანიშვილი მართავს პროცესებს და „ქართულ ოცნებას“ დიქტატორულად მართავს“ – ამ აზრში თითქმის ყველა ჩვენგანი დარწმუნებული იყო. ივანიშვილის ყოვლისმომცველ დიქტატორობაზე მსჯელობდა არაერთი. თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, ჯერ პრეზიდენტი დაუპირისპირდა მას, შემდეგ მაშინდელი თავდაცვის, საგარეო საქმეთა მინისტრი და ა.შ. ანუ ე.წ. ალასანიას გუნდის საპარლამენტო და აღმასრულებელი წარმომადგენლობა. ამ ყველაფრის შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი რესპუბლიკელების გეგმაზეც, გასულიყვნენ კოალიციიდან. ამ ფაქტორებისა და მთავრობის მუშაობის გაკრიტიკების შემდეგ ივანიშვილის „უყოვლისმმართველობა“ მითი უფრო გამოდგა, ვიდრე რეალობა.

 

1     ადგილი: „ნაციონალური მოძრაობა ერთადერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს“ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც ლიდერმა ოპოზიციურმა პარტიამ, ამის პოზიციონირება ჯერ კიდევ თავის  ნაწილობრივ ხელისუფლებაში ყოფნის დროს (კოაბიტაციის პერიოდში) წარმოადგინა, სანამ სხვა ოპოზიციური ძალები აზრზე მოვიდოდნენ. მათ წარმოადგინეს თავი, როგორც ერთადერთმა და უკონკურენტო ლიდერებმა… თუმცა, 2014 წელს „ალასანიას გუნდის“ ოპოზიციაში გადასვლამ საკითხი გააცოცხლა და „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკურენტი ოპოზიცია გაუჩინა. ხვდებოდა რა, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ რეალური პერსპექტივები გაუჩნდა ლიდერის სტატუსი თავად მიეღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ალასანიას გუნდის დისკრედიტაციაზე დაიწყო მუშაობა, შექმნა მითი, რომ ნაციონალებთან გაერთიანებას აპირებდა ალასანია, მეორე მხრივ, მოჭარბებულად დადებითი საინფორმაციო კამპანიი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ მედიასაშუალებებში, ალასანიას სარეიტინგო პერსპექტივებიც წლის ბოლოსათვის შეასუსტა, ამას ნოემბერ-დეკემბერში დამატებული საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია დაუმატა, რომ ალასანია ნაციონალებთან საერთო პოლიტიკურ სტატუსზე მუშაობდა, ალასანიას მიმართ შესაძლო საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემცირებისკენ მიმართა ძალისხმევა.

რითი  “გამოიჩენს” თავს “პირველი ოპოზიციური პარტია” 2015 წელს, ამის პროგნოზირება მიმდინარე წლის ტყუილებითაც შეიძლება, თუმცა, შეჯამებას, ალბათ უკვე მომავალ წელს გავაკეთებთ.

შემდეგი ტოპ-ათეული უკვე ხელისუფლების 2014 წლის ტყუილებს შეეხება.

 

წინასაახალწლო ნახევრადიუმორით,

არჩილ გამზარდია

Use Facebook to Comment on this Post

2014 წლის „ნაციონალური ტყუილების“ ტოპ 10-ეული – წინასაახალწლო ნახევრადიუმორი Reviewed by on . 2014 წლის „ნაციონალური ტყუილების“ ტოპ 10-ეული - წინასაახალწლო ნახევრადიუმორი 2014 წელი იმით უფრო გამოირჩეოდა, რომ საზოგადოების მგრძნობელობა საკითხებისადმი ბევრა 2014 წლის „ნაციონალური ტყუილების“ ტოპ 10-ეული - წინასაახალწლო ნახევრადიუმორი 2014 წელი იმით უფრო გამოირჩეოდა, რომ საზოგადოების მგრძნობელობა საკითხებისადმი ბევრა Rating: 0
scroll to top