Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » ხშირად მისაუბრია აფხაზებთან, რომ კრასნოდარის იქით მათი პერსპექტივა არ მიდის

ხშირად მისაუბრია აფხაზებთან, რომ კრასნოდარის იქით მათი პერსპექტივა არ მიდის

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on ხშირად მისაუბრია აფხაზებთან, რომ კრასნოდარის იქით მათი პერსპექტივა არ მიდის

afxაფხაზეთში დღეს ისევ ის სიტუაციაა, რაც ერთი წლის წინ იყო, როცა რაულ ხაჯინბა მივიდა ე.წ. ხელისუფლების სათავეში. როგორც მაშინ, დღესაც დგას ხალხი სოხუმის ცენტრში და ცვლილებებს და კეთილდღეობას ითხოვს. რა შეიცვალა, ან რა არ შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში აფხაზეთში, ვინ როგორ აღიქვამს სოხუმიდან ცენტრიდან საზოგადოების მიერ გაგზავნილ მესიჯებს და რატომ აწყობთ აფხაზებს საქართველოსთან „ორმაგი თამაშის“ თამაში?

For.ge საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

აფხაზები დღესისევე როგორც ერთი წლის წინსაპროტესტო აქციებს მართავენპრეზიდენტი გადადგომას და ქვეყანაშიცვლილებების გატარებას ითხოვენრეალურად რა პრობლემები აწუხებთ მათ და როგორ შეიძლება აფხაზური საზოგადოებისმიერ გაგზავნილი მესიჯის აღქმა?

– დიდი ხანია ამ თემებზე ვმუშაობ, მიმოწერაც მაქვს ბევრ მათგანთან. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს მთლიან საქართველოში ყველაზე რთულ მდგომარეობაში აფხაზები არიან. თითქოს, გამარჯვებულები არიან, მოახდინეს ტერიტორიის ოკუპაცია და ქართველებიც დევნილებად აქციეს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

პირველი – მათ გააჩნიათ დემოგრაფიული პრობლემა – ვეღარ მრავლდებიან. გააჩნიათ იდენტობის პრობლემა – აღარ იციან ვისთან უნდა იურთიერთონ. აფხაზეთი საკამოდ მსუყე ლუკმაა და მათ ინტერესზე რომ არ იქნება მორგებული ბევრი რამ, ამასაც აცნობიერებენ. მიმდინარეობს მძიმე პროპაგანდა ქართველებთან მიმართებაში. ხშირად მისაუბრია მათთან, რომ მათ საქართველოს გარდა სხვა გზა არ გააჩნიათ მსოფლიოსთან დასაახლოვებლად, რომ კრასნოდარის იქით მათი პერსპექტივა არ მიდის, რომ ახალგაზრდებს ევროპულ უნივერსიტეტებში, მსოფლიოს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებსა თუ კლუბებში მოსახვედრად შანსი არ აქვთ. მათ განვითარება სჭიდებათ, განათლების მიღების შანსი კი არ არსებობს. რეალურად, დრო გადის, ეპოქა თავის მოთხოვნებს ქმნის, ეს კრიზისი ღრმავდება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლო სიტუაციას ჯერ არ ქმნის.

დრო სჭირდება იმასაც, რომ მათ საქართველოგან რეალური საფრთხე და საშიშროება არ იგრძნონ. 2000-იანი წლების დასაწყისიში სიტუაცია ბევრად გამოსწორებული იყო და გაუმჯობესებულიც, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში ნეგატიურმა დამოკიდებულებამ და საქართველოს მხრიდან საფრთხის განცდის არსებობამ, რაც არ უნდა რეალური და სამართლიანი ყოფილიყო ის, კიდევ უფრო დააშორა ერთიან საქართველოს შემადგენლობაში შესვლის, თუნდაც თეორიული შანსი. პროცესები მიდის, ისინი გრძნობენ უკმაყოფილებას და დისკომფორტს იმის გამო, რომ ვერ ვითარდებიან, რომ პერსპექტივები ძალიან დაბალი აქვთ, რომ ისინი ასიმილირდებიან სხვა ტომებთან და ეს პრობლემები შიდა კონფლიქტებში გადადის. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან წინააღმდეგობრივ კავშირს ქმნის. თქვენ ბრძანეთრომ 2000-იან წლების დასაწყისში სიტუაცია ბევრადგამოსწორებული და გაუმჯობესებული იყო – რა იგულისხმეთ?

– მე კარგად მახოვს ეს პროცესები, იყვნენ დევნილები, სიტუაციაც დაძაბული იყო, მაგრამ საზოგადოებრივი ურთიერთობები ბევრად უფრო კარგად იყო განვითარებული, ხალხი გადადიოდა და გადმოდიოდა, ბევრად მშვიდობიანი განწყობა იყო. 2003 წლის შემდეგ, ეს შენელდა და 2008 -ის მერე გასაგებია, რაც მოხდა.

დღეს სოხუმის თეტრალურ მოედანზე დგას ხალხირომელიც იგივე მოთხოვნებს უყენებს ერთი წლის წინ არჩეულ პრეზიდენტხაჯინბასრა მოთხოვნებსაც უყენებდა მის წინამორბედ ანქვაბს 2014 წელსძირითად მოთხოვნადკორუფციასთან დადანაშაულთან ბრძოლის გარდაისევ რჩება სუვერენიტეტის გამყარების პრობლემა და რეფორმები. რას ელოდებოდნენაფხაზებირომ ერთ წელიწადში არსებულ პირობებშიხაჯინბა სუვერენიტეტის და მათი დამოუკიდებლობის გამყარებასშეძლებდა?

– აი, ამაშია პრობლემა. მათ მართლაც გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ და კარგად უნდა გაიაზრონ ის, რომ შეუძლებელია მათ ეს სუვერენიტეტი მიიღონ. მაგრამ, როცა გაიაზრებენ, მერე მოკავშირედ ვის ხედავენ, თავიანთ გენეტიკურ ერთიანობას დანარჩენ საქართველოსთან და ქართველებთან თუ რუსებთან? ეს არის მათი მთავარი პრობლემა, რომლის კარგად გააზრებაც სჭირდებათ მათ.

საუბრობენ იმაზერომ აფხაზეთიდან საქართველოში ხშირად გადმოდიანმათ შორის მთავრობის მაღალჩინოსნები,ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლადხმამაღალა არ აცხადებენმაგრამ იმასაც ამბობენრომჯანდაცვის სამინისტროს თანხებიც აქვს გამოყოფილი მათ დასაფინანსებლადორმაგ თამაშს თამაშობენ აფხაზები და სადამდეშეიძლება გაგრძელდეს ის?

– იმის მიუხედავად, რაც ჩვენ გვაქვს გადატანილი, აფხაზეთი დანარჩენი საქართველოა. ქართული სახელმწიფო სთავაზობს მათ ყველა იმ პერსპექტივას, რაც მსოფლიო ასპარეზზე გააჩნია მას – ჯანდაცვა იქნება, განათლება თუ სოციალური მიმართულებები, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს ჯანდაცვის სფეროში გამოიხატა. თუ ასე გაგრძელდა პროცესები, სავსებით შესაძლებელია, რომ ახალგაზრდა თაობამ მიიღოს ეს შეთავაზებები განათლების მიმართულებით.

თქვენ გაძლევთ ამის თქმის საფუძველს ის კონტაქტებირაც აფხაზეთის მოქალაქეებთან გაგაჩნიათ?

– ეს ლოგიკური პროცესია. რუსეთთან მიმართებაში მათ შეიძლება მიიღონ მხოლოდ მინიმალური არსებობის სიკეთეები, საქართველოს მხრიდან მათ ეს ყველაფერი შეიძლება მიიღონ ჯანდაცვის სფეროში, სოციალურ სფეროში, საერთაშორისო განათლების მიმართულებით. მათი ერთადერთი გადარჩენის გზა, იმ ეთნიკური ნიშნით, რასაც წარმოადგენენ, არის საქართველოსთან ურთიერთობაში და საქართველოსთან ერთიანობაში.

სოხუმში მიმდინარე პროცესებშიხომ არ მოხდება რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო უხეში ჩარევარაც კიდევ უფროდააზარალებს თვითონ აფხაზების თვითგამორკვევის პროცესს და გაამყარბს რუსეთის პოზიციებს?

– პირველი – ეს ხალხი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა უიმედობის და უპერსპექტივობის განცდამ. მეორე – ლიდერების დამოკიდებულებამ ხალხთან მიმართებაში. ისინი წინააღმდეგობაში მოვიდნენ საზოგადოების ინტერესებთან და ვერ შეინარჩუნეს პოსტი დიდი ხნის განმავლობაში. არძინბა, ბაღაფში… სხვათა შორის, ბაღაფშის გამარჯვება განაპირობა იმანაც, რომ ცოლი ქართველი ჰყავდა და მას გალის მცხოვრებლებმაც მისცეს ხმა, თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა… ანქვაბი, დღევანდელი ხელმძღვანელი ხაჯინბა, ისინი მოქმედებდნენ და მოქმედებენ საკუთარი კარიერისტული მიზნებითვის და ნაკლებად აინტერესებთ ხალხზე ზრუნვა. ეს ყველაფერი სწორედ წინააღმდეგობრივ კავშირებს იწვევს, იწვევს იმ სიტუაციას, რაც დღეს აფხაზეთშია.

რაც შეეხება რუსეთს, ის ძალიან ფრთხილად მოქმედებს დღემდე და ხისტი მოქმედებებისგან თავს იკავებს. ის თავს აფხაზეთის მფარველად მიიჩნევს, ყოველ შემთხვევაში, ასეთ მანდატს იღებს თავის თავზე, ეს ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც კი, რუსეთი მათთან დაპირისპირებაში შევა, მაშინ უკვე, სხვა რეალობა იქნება და აბსოლუტურად სხვა პროცესები დადგება.

 

ავტორი: ეკა ბუჩუკური

წყარო: for.ge

Use Facebook to Comment on this Post

ხშირად მისაუბრია აფხაზებთან, რომ კრასნოდარის იქით მათი პერსპექტივა არ მიდის Reviewed by on . აფხაზეთში დღეს ისევ ის სიტუაციაა, რაც ერთი წლის წინ იყო, როცა რაულ ხაჯინბა მივიდა ე.წ. ხელისუფლების სათავეში. როგორც მაშინ, დღესაც დგას ხალხი სოხუმის ცენტრში და აფხაზეთში დღეს ისევ ის სიტუაციაა, რაც ერთი წლის წინ იყო, როცა რაულ ხაჯინბა მივიდა ე.წ. ხელისუფლების სათავეში. როგორც მაშინ, დღესაც დგას ხალხი სოხუმის ცენტრში და Rating: 0
scroll to top