Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » “უფრო რაციონალური იქნებოდა, არასამთავრობო სექტორს ეს მდგომარეობა წინ გადადგმულ ნაბიჯად მიეღო”

“უფრო რაციონალური იქნებოდა, არასამთავრობო სექტორს ეს მდგომარეობა წინ გადადგმულ ნაბიჯად მიეღო”

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on “უფრო რაციონალური იქნებოდა, არასამთავრობო სექტორს ეს მდგომარეობა წინ გადადგმულ ნაბიჯად მიეღო”

archil_gamzardia_20037არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტივობების დაგეგმვა გამართლებული არ არის.

როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ გამზარდიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, არასამთავრობო სექტორმა არსებული ვითარება წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა აღიქვას.
 
„ვფიქრობ, ქვეყანაში ბევრად მეტი თემა არსებობდა, რაზეც არასამთავრობო სექტორს შეეძლო მეტი მონდომება გამოეჩინა. ეს არ არის ყველაზე საოცარი თემა, რომელიც ზედაპირზე უნდა ტივტივებდეს. ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორის მხრიდან ეს მიდგომები ცოტა ხელოვნურიც არის. ყველაზე რაციონალური იქნებოდა, არსებული მდგომარეობა მათ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიეღოთ, ხოლო დროთა განმავლობაში ხელისუფლების, საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მუშაობა გაგრძელდეს, რომ უკანონო მოსმენების შესაძლებლობების კიდევ უფრო ნაკლები რისკი იყოს.  რასაც არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ განსაკუთრებული აქტივობები უნდა დაიგეგმოს მიმაჩნია, რომ ეს მაინცდამაინც გამართლებული არ არის“, – აღნიშნა გამზარდიამ.
რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ დისკუსიას, თუ ვინ უნდა ფლობდეს ე.წ. ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღებს, გამზარდიას მობილურ კომპანიებზე უფრო სანდოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაჩნია.
„მაინცდამაინც ვერ ვიგებ, რატომ უნდა იყოს საქართველო ამ კუთხით ექსპერიმენტის ქვეყანა. პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, შსს მიუხედავად მისი წარსული იმიჯისა, მაინც უფრო მყარ და სანდო ინსტიტუტად რჩება, ვიდრე კერძო კომპანიები, რომელთა მფლობელიც ჩვენ ხშირ შემთხვევაში არც ვიცით ვინ არის. ამიტომ არასამთავრობო სექტორს მიზანი შეიძლება გრძელვადიანი მუშაობის საგანი იყოს, მაგრამ არა მიმდინარე პერიოდისა და არა მიმდინარე შედეგისათვის. ჩვენ ახლა ბევრად უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე წლების განმავლობაშ გვქონდა. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია რატომ შეხვდნენ ისინი ამ პროცესს ასეთი ზედმეტი აგრესიულობით“, – განაცხადა გამზარდიამ.
შეგახსენებთ, რომ კამპანიაში “ეს შენ გეხება” შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები პერმანენტული აქციებსა და მშვიდობიანი მსვლელობების მოწყობას გეგმავენ. მათი აქტივობების მიზანი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მიღებული კანონის გაპროტესტება და ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირება იქნება.
ავტორი: ლიკა კასრაძე

წყარო: http://pia.ge/

Use Facebook to Comment on this Post

“უფრო რაციონალური იქნებოდა, არასამთავრობო სექტორს ეს მდგომარეობა წინ გადადგმულ ნაბიჯად მიეღო” Reviewed by on . არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტივობების დაგეგმვა გამართლებული არ არის. როგორ არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განსაკუთრებული აქტივობების დაგეგმვა გამართლებული არ არის. როგორ Rating: 0
scroll to top