Monday , 9 December 2019

უახლესი ამბები
Home » მედიაკომუნიკაციები » “უახლოეს პერიოდში თითქმის ყველა შესაძლო მიმართულებით ველოდები მოვლენების გამძაფრებას”

“უახლოეს პერიოდში თითქმის ყველა შესაძლო მიმართულებით ველოდები მოვლენების გამძაფრებას”

by: Category: მედიაკომუნიკაციები, პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები Comments Off on “უახლოეს პერიოდში თითქმის ყველა შესაძლო მიმართულებით ველოდები მოვლენების გამძაფრებას”

1484379_1091704800855961_5196760060062672732_n-300x300რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარულად გადაღებული კადრების გავრცელებამ კიდევ ერთხელ შეძრა ჩვენი საზოგადოება. კიდევ ერთხელ მძაფრად დავინახეთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანაში კვლავაც  მხოლოდ დეკალარირებულად რჩება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ყველასთვის ცნობილია, რომ ამგვარი ხასიათის ჩანაწერების გაკეთება და შემდგომ ადამიანების ამით დაშანტაჟება წინა ხელისუფლების “საყვარელი” საქმე იყო. ახალი ხელისუფლების პირობებში თითქოს ამას წერტილი დაესვა, თუმცა თანადათან უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება.

ახორციელებს თუ არა ხელისუფლება კვლავაც უკანონო თვალთვალს ან რა ბედი ეწია სააკაშვილის ხელისუფლების დანატოვარ უკანონოდ მოპოვებულ ვიდეომასალას?! გვახსოვს საჯაროდ განადგურებული პირადი ხასიათის ვიდეოჩანაწერები, თუმცა გადაინახა თუ არა მათი ნაწილი მაინც ვინმემ “შავი დღისთვის”? ამის გარდა, არაერთგზის ითქვა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის ქვეყნიდან გაქცეულმა ყოფილმა სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, თან წაიღეს ამ ჩანაწერების ასლები. სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი ამ ჩანაწერების გაყიდვასაც კი ცდილობდნენ… დღეს გამოჩენილმა ვიდეოჩანაწერმა ქვეყანაში კიდევ უფრო გაამძაფრა დაუცველობის შეგრძნება

ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე? – kvirispalitra.ge საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ანალიტიკოსს, არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

– გაოგნებული ვარ მომხდარით, რამდენიმე დღე გონზეც ვერ მოვედი მომხდარის გამო. ამ ყველაფერში საბოტაჟის მცდელობას ვხედავ, ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებას სჭირდება ეფექტიანად მომუშავე უსაფრთხოების სამსახური, რათა მსგავსი რამ არ მოხდეს და თუ მაინც მოხდება, დროულად გაქრეს საჯარო სივრციდან. ყველაზე ცუდი, რაც სახელმწიფოში მოქალაქეს შეიძლება დაემართოს, არის დაუცველობის შეგრძნება. თუკი წინა ხელისუფლება თვითონ ქმნიდა გარემოს, სადაც ადამიანი დაუცველი ყოფილიყო, დღეს თითქოს ამას მიზანმიმართულად არავინ აკეთებს, მაგრამ, ფაქტია, რომ დაცულობის განცდა ნამდვილად არ გვაქვს. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მომხდარი უსწრაფესად გამოიძიოს, უნდა გამოავლინოს და დასაჯოს დამნაშავეები, ბოლოს და ბოლოს გვაჩვენოს, რომ ძალუძს საკუთარი მოქალაქეების დაცვა ამგვარი საშინელებებისგან. ამასთანავე, აუცილებელია გამკაცრდეს კანონი ამ მიმართულებით. სასჯელი უნდა იყოს ისეთი მკაცრი, რომ ამგვარი რამის გაკეთება სურვილი დაეკარგოთ ადამიანებს. ეს საყოველთაო საშინელებაა, რაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს.

რამდენიმე კვირის წინ, საჯაროდ ვთქვი, რომ უახლოეს პერიოდში თითქმის ყველა შესაძლო მიმართულებით ველოდები მოვლენების გამძაფრებას – მეთქი, იმედი მაქვს, სახელმწიფო ამ ყველაფერს მომზადებული შეხვდება. წინ გვაქვს ძალიან რთული საარჩევნო პროცესი, სამწუხაროდ, საქართველოში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არასწორად აგებული პროცესი, რადგან ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო კამპანიის სწორად აწყობა არ შეუძლიათ. ისინი საკუთარი უპირატესობის წარმოჩენისთვის ცდილობენ სხვაზე თქვან ცუდი და სხვა გაუწიონ დისკრედიტაცია და ა.შ. აქედან გამომდინარე, იყო დიდი ალბათობაა, რომ დაიწყოს მმართველი ძალის მიმართ შანტაჟი და შეტევა. “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გაკეთებს რევოლუციური ტალღა ასაგორებლად. საბოტაჟს მათგან ველი თუ ველი, ვფიქრობ, ჯერ ინ გველის საკმოად მძიმე პროცესები. სულ ვამბობ, რომ თუკი ამ ქვეყნად სამართალი არსებობს, “ნაციონალური მოძრაობა” ენაჩაყლაპული უნდა დადიოდეს, მაგრამ რად გინდაისინი გამოდიან და აქეთ ჭკუის სწავლებასა და მორალის კითხვას ბედავენ.

– გასათვალსიწინებლია, რომ ვიზალიბერალიზაციის 

პროცესი პოზიტიურ დასასრულს უახლოვდება, ამ ეტაპზე რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა?
–  უმნიშვნელოვანესი, სწორედ ჩვენი დასავლური მისწრაფებების გამო იყოს შიდა დაპირისპირებაზე, უფრო საშიშ პროცესებთან ვართ ახლოს. ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენები, არ არის გამორიცხული ქვეყნის გარედანაც იყოს პროვოცირებული. შემიძლია ვთქვა, რომ ის გარემოებები, რასაც ვუყურებ, მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ ძალიან ბევრი პროცესი არის რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგი. ამის მიზანი ერთადერთია, რომ საქართველოზე შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს არ არის მზად ევროინტერგრაციისთვის. ჩვენ ძალიან სერიოზული ტემპით წავედით 3 წელიწადში წინ და ეს ევროპამ დაინახა, სწორედ ამიტომ ვშიშობ, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში გაცილებით უფრო ბევრ ადგილას იყვნენ ჩასაფრებული, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ჩემი აზრით, ეს მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების გარკვეული სუბიექტების მოქმედება არ არის, ეს არის ბევრად უფრო მძლავრი პროცესი, რომელიც ხორციელდება რუსეთისგან საქართველოში, რა თქმა უნდა, გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების ხელშეწყობით. შეიძლება ეს ადამიანები სწორედ ისინი არიან, რომლებიც რიტორიკით ეწინააღმდეგებიან რუსეთის სახელმწიფოს, თუმცა ფარულას სულ სხვანაირად
მოქმედებენ.

რუსეთს და ზოგიერთ პოლიტიკურ სუბიექტს ჩვენში ლამის თანაბრად სურთ ისე წარმოაჩინონ, რომ საქართველო ანტიევროპული სახელმწიფოა, სადაც ადამიანის უფლებების მთელი რიგი საკითხები, კვლავაც ტოტალურად ირღვევა. ფარული ჩანაწერების გავრცელებაში არ უნდა გამოირიცხოს რუსული კვალიც…

 

წყარო: გაზეთი “კვირის პალიტრა”

Use Facebook to Comment on this Post

“უახლოეს პერიოდში თითქმის ყველა შესაძლო მიმართულებით ველოდები მოვლენების გამძაფრებას” Reviewed by on . რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარულად გადაღებული კადრების გავრცელებამ კიდევ ერთხელ შეძრა ჩვენი საზოგადოება. კიდევ ერთხელ მძაფრად დავ რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარულად გადაღებული კადრების გავრცელებამ კიდევ ერთხელ შეძრა ჩვენი საზოგადოება. კიდევ ერთხელ მძაფრად დავ Rating: 0
scroll to top