Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პროექტები » სიკეთე გადამდებია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტი

სიკეთე გადამდებია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტი

by: Category: პროექტები, სტუდენტური Comments Off on სიკეთე გადამდებია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტი

sikete gadamdebiaილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ვიდეორგოლი “PR  მენეჯმენტსა” და “სოციალური პროექტების მართვაში”, რომელიც სტუდენტების საქველმოქმედო ორგანიზაციასა და მის საქმიანობას შეეხება.

ახალგაზრდებმა ვიდეორგოლი არასამთავრობო ორგანიზაცია “ვაჩუქოთ მომავალს ღიმილის” სოციალური ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს. მათი განცხადებით, ეს ვიდეორგოლი “გაკეთდა ყველასთვის ვისაც მოხალისეობა უყვარს და ხალხის დახმარება.”

 

” საქველმოქმედო ორგანიზაცია „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“, 200 ახალგაზრდას აერთიანებს, ყველაფერი კი კარგა ხნის წინ დაიწყო . ბავშვობიდანვე მქონდა სურვილი ბავშვთა სახლებთან აქტიური შეხება მქონოდა და რამენაირად დავხმარებოდი, რადგან ყოველთვის საკუთარ თავს წარმოვიდგენდი ხოლმე ყველა გაჭირვებულის ადგილას და ვფიქრობდი, რომ შემეძლო მათი დახმარება. ძალიან მიყვარს ყველა პატარა! თავიდან აქციები მეგობრებთან ერთად გავაკეთეთ ყოველგვარი სახელის გარეშე, მაგრამ როცა მივხვდით, რომ ეს ყველაზე დიდი რამ იყო რაც გვაბედნიერებდა და სახეზე მუდამ ღიმილს გგვრიდა , ჩემმა საუკეთესო დაქალმა , რომელიც ახლა საფრანგეთში ცხოვრობს wabforum.ge_ზე გახსნა თემა სახელწოდებით „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“. შემდეგ რამდენიმე აქცია ამ ფორუმთან ერთდ გვქონდა და სახელწოდება „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ დღემდე შემოგვრჩა. ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებია: ლეიკემიით დაავადებული ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დახმარება. ჩვენი ანგარიშის ნომერია : GE73BG0000000336806000. ასე, რომ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია გახდეს ქველმოქმედი.”- აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა გვაზავა.

 

Use Facebook to Comment on this Post

სიკეთე გადამდებია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტი Reviewed by on . ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ვიდეორგოლი "PR  მენეჯმენტსა" და "სოციალური პროექტების მართვაში", რომელიც სტუდენტების საქველმოქმედო ორგანიზაციასა და მ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ვიდეორგოლი "PR  მენეჯმენტსა" და "სოციალური პროექტების მართვაში", რომელიც სტუდენტების საქველმოქმედო ორგანიზაციასა და მ Rating: 0
scroll to top