Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, ჩაუდგეს სათავეში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას

პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, ჩაუდგეს სათავეში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, ჩაუდგეს სათავეში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას

2015042517275928965“პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, ის ჩაუდგეს სათავეში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას,” – ამ განცხადებას საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია აკეთებს. ანალიტიკოსის განცხადებით,  ირაკლი ღარიბაშვილის საპარლამენტო მოღვაწეობა ბევრად უფრო ეფექტური შეიძლება გახდეს.

არჩილ გამზარდია, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის სამ წელიწადსაც აფასებს და მისი მთავრობის ძირითად მიღწევებზე საუბრობს: “რაც შეეხება მისი პრემიერობის სამ წელს – ბოლო წლების შედეგებიდან ჩემთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი შემიძლია გამოვყო:

პირველი, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით, რომ სახელმწიფო სექტორი აღარ ასოცირდება რეპრესიულ მანქანასთან; პენიტენციალური სისტემის რეკორდული სიჩქარით გაუმჯობესება; ასევე გამოვყოფდი ანტიდისკრიმინაციულ კანონს და ა.შ.

მეორე, ეს არის სახელმწიფოს მიერ სოციალური ვალდებულებების განცდა, მთელი რიგი მიმართულებები – ჯანდაცვის კუთხით, შემწეობებით, დემოგრაფიული პირობების სტიმულირების კუთხით და ა.შ.

მესამე, ეს არის რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა – მთის კანონი, სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიციები და ა.შ.

მეოთხე, ეს არის საგარეო ორიენტირების შედეგობრივი სიცხადე – ასოცირების ხელშეკრულება, მსოფლიოს მიერ საქართველოში განხორციელებული რეფორმების დადებითი შეფასება და ა.შ. მისი შედეგი ე.წ. ვიზალიბერალიზაცია და ა.შ.”

მისივე განცხადებით, იშვიათია, მოსულიყოს ახალგაზრდა ადამიანი ხელისუფლების სათავეში, ფლობდეს საკმაოდ დიდ ძალაუფლებას და ადამიანად დარჩენილიყოს: “ირაკლი ღარიბაშვილი მოვიდა ადამიანად, დარჩა ადამიანად და გადადგომის შემთხვევაში, წავა ადამიანად.”

ანალიტიკოსი წარმატებებს უსურვებს ირაკლი ღარიბაშვილს და იმედოვნებს, რომ ის ჩაუდგება სათავეში კოალიციის საარჩევნო სიას და ეფექტურ წინასაარჩევნო კამპანიასაც ჩაატარებს.

Use Facebook to Comment on this Post

პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, ჩაუდგეს სათავეში “ქართული ოცნების” საარჩევნო სიას Reviewed by on . "პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, ის ჩაუდგეს სათავეში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას," - ამ განცხადებას საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლ "პრემიერის გადადგომის შემთხვევაში, ძალიან დიდი შანსია, ის ჩაუდგეს სათავეში "ქართული ოცნების" საარჩევნო სიას," - ამ განცხადებას საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლ Rating: 0
scroll to top