Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » “მე არ მივცემდი რეკომენდაციას ხელისუფლებას შეწყალების უფლება სასულიერო ხელისუფლებისათვის გაეცა “

“მე არ მივცემდი რეკომენდაციას ხელისუფლებას შეწყალების უფლება სასულიერო ხელისუფლებისათვის გაეცა “

by: Category: პოლიტიკა, რელიგია, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on “მე არ მივცემდი რეკომენდაციას ხელისუფლებას შეწყალების უფლება სასულიერო ხელისუფლებისათვის გაეცა “

ilia-meore7“საქართველოს საპატიმროებში არიან ადამიანები, რომლებიც განსჯილები არიან საერო კანონმდებლობით – საქართველოს კანონმდებლობით, ამიტომ, ჩემი აზრით, პატიმრების შეწყალების უფლება მხოლოდ საერო ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს და არა სასულიეროს”, – ასეთ განცხადებას საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი  არჩილ გამზარდია აკეთებს.

ანალიტიკოსის აზრით, “სასულიერო ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შუამავლობის შესაძლებლობა კონკრეტულ საკითხებთან ან პირებთან მიმართებაში, რომლის უფლება, როგორც ვიცი, კიდეც გააჩნიათ. ამიტომ, ვფიქრობ, იდეა, რომ პატიმრების შეწყალების უფლება პატრიარქს ან საპატრიარქოს ჰქონდეს, საშიში პრეცედენტი შეიძლება გახდეს მათ შორის სასულიერო ხელისუფლებისთვისაც, რადგან თუ პატრიარქს ან საპატრიარქოს მიეცემა ფორმალური უფლება ჩაერიოს საერო გადაწყვეტილებებში, შესაძლოა საერო ხელისუფლებასაც გაუჩნდეს პრეტენზია ან ამბიცია, ჩაერიოს სასულიერო ხელისუფლების პრეროგატივაში, რაც კონკორდატის დარღვევაც იქნება და პრობლემების მომტანიც შეიძლება გახდეს სამომავლოდ.”

არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ პატრიარქს შეუძლია შეიწყალოს ის, ვისაც საეკლესიო კანონებით გაასამართლებენ. ვისაც საერო კანონებით გაასამართლებენ, ის შეუძლია შეიწყალოს მხოლოდ  საერო ლიდერმა. “ეპიტემიის მოხსნის უფლება არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს და განსჯილის შეწყალების უფლება არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს პატრიარქს”. – დასძენს ის.

აქვე გამზარდია შენიშნავს, რომ მიდგომა, თუ კი პატრიარქს შეწყალების უფლება ექნება, მაშინ ყველა უნდა შეიწყალოსო, არასწორ მიდგომას წარმოადგენსო. “ზოგი წერს, რომ პატრიარქს თუ ექნება შეწყალების უფლება, ყველას უნდა შეუნდოს და შეიწყალოსო, თავისთავად შენდობა სასჯელის მოხსნას არ გულისხმობს, მონასტრებშიც არსებობს სასჯელი, საეკლესიო კანონიც, თავადაც ადებს კანონს (სასჯელს) თუ საჭიროა, ” თუმცა, არჩილ გამზარდიას აზრით, ამის მიუხედავად  არ შეიძლება საზღვრების არევა ერსა და ბერს შორის.

“მე არ მივცემდი რეკომენდაციას ხელისუფლებას შეწყალების უფლება სასულიერო ხელისუფლებისათვის გაეცა,”  – აცხადებს ამალიტიკოსი.

 

Use Facebook to Comment on this Post

“მე არ მივცემდი რეკომენდაციას ხელისუფლებას შეწყალების უფლება სასულიერო ხელისუფლებისათვის გაეცა “ Reviewed by on . "საქართველოს საპატიმროებში არიან ადამიანები, რომლებიც განსჯილები არიან საერო კანონმდებლობით - საქართველოს კანონმდებლობით, ამიტომ, ჩემი აზრით, პატიმრების შეწყალე "საქართველოს საპატიმროებში არიან ადამიანები, რომლებიც განსჯილები არიან საერო კანონმდებლობით - საქართველოს კანონმდებლობით, ამიტომ, ჩემი აზრით, პატიმრების შეწყალე Rating: 0
scroll to top