Saturday , 25 May 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » მერობის მსურველები და მათი შანსები

მერობის მსურველები და მათი შანსები

by: Category: პოლიტიკა, სიახლეები Comments Off on მერობის მსურველები და მათი შანსები

archარჩევნებამდე ორი თვით ადრე თბილისის მერობის ძირითად მსურველთა ვინაობა უკვე ცნობილია. მმართველი გუნდის კანდიდატ დავით ნარმანიას ოპონირებას “ნაციონალური მოძრაობიდან” მთაწმინდა-კრწანისის გამგებელი ნიკა მელია, გაერთიანებული ოპოზიციიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, “ლეიბორისტული პარტიიდან” კი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე გაუწევენ.

 

თბილისელი ელექტორატის ლოგიკა

 

ცნობილი ფაქტია, რომ ქართული საზოგადოებისთვის ცალკეული ლიდერების გაფეტიშება, მათი მხსნელებად წარმოდგენა და შემდგომ მათდამი ფანატიკური ერთგულება, ოცნებების დამსხვრევებამდეა დამახასიათებელი. ამის გათვალისწინებით პიარპექნოლოგები და პოლიტოლოგები “მთელ კვირასთან” საუბრისას ვარაუდობენ, რომ ამ არჩევნებზეც საზოგადოება არჩევანის არა კანდიდატის ქმედითუნარიანობაზე დაყრდნობით, არამედ იმის მიხედვით გაკეთებს, თუ რომელი პარტია დგას მის უკან. უფრო კონკრეტულად კი მთავარი განსაზღვრელი ამ არჩევნებზეც, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი იქნება. ამ ლოგიკაზე დაყრდნობით გამარჯვების ყველაზე რელაური შანსი ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას აქვს. რაც შეეხება მეორე ადგილს, ექსპერტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ მეორე ადგილზე გასვლის ისევ “ნაციონალური მოძრაობა” შეძლებს, არასაპარალამენტო ოპოზიციიდან კი პროცენტულად ხმების მოგროვების ყველაზე დიდი შანსი დიმიტრი ლორთქიფანიძეს აქვს.

 

რაც შეეხება ყბადაღებულ თბილისელობას, პოლიტოლოგები ამბობენ, რომ ეს კონკრეტული ჯგუფის მიერ წამოწეული თემაა, რომელიც თბილისში მცხოვრებ უფრო დიდი მასების, ე.წ. “ჩამოსულების” გაღიზიანებას იწვევს. “მთელ კვირის” რესპონდენტები ერთხმად თანხმდებიან იმაზეც, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე დაბალი აქტივობა იქნება.

 

დავით ნარმანია

 

narmaniaპოლიტოლოგი ხათუნა ლაგაძიზე ამბობს, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” რეიტინგის მცირე დროში დაცემისა, სახელისუფლო რესურსი თავის დადებით შედეგს ამ არჩევნებშიც გამოიღებს.

 

“ის, რომ კონკრეტული ჯგუფის მიერ აქცენტი თბილისელობაზე კეთდებოდა, ეს ნარმანიას სასარგებლოდ მუშაობს. შეიძლება ითქვას, ამაზე უკეთეს მამობილიზირებელ ფაქტორს თავად მისი პიარიც ვერ მოიფიქრებდა. ბოლო კვლევებს თუ დავუჯერებთ, თბილისელების 50% თბილისელ მერს ისურვებდა, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ დანარჩენი 50% შეურაცყოფილია იმით, რომ ძირძველი თბილისელების თვალში, არ აღმოჩნდნენ “ღირსნი” საკუთარი მერი ჰყავდეთ. ეს გარემოება კი შეიძლება ნარმანიას ხმის მიცემის პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

 

“საპროტესტო ელექტორატის განსაზღვრა დღეს რთულია, რადგანაც ხელისუფლების მიმართ ნიჰილისტურად განწყობილების რაოდენობა, იმის გარანტს არ იძლევა, რომ არჩევნებზე მივლენ. თუ ისინი მათთვის სასურველ კანდიდატს ვერ ხედავენ და ასეთი გარწმუნებთ, რომ თბილისის ამომრჩევლების უმრაველოსობა იქნება, ისინი არჩევნებზე უბრალოდ არ წავლენ, შესაბამისად აქტივობა იქნება ძალიან დაბალი. –უთხრა “მთელ კვირას” ლაგაზიძემ.

 

ექსპერტი რამაზ საყვარელიძეც მიიჩნევს, რომ კოალიციის მიერ დასახელებულ კანდიდატს სერიოზულ ოპონირებას ვერავინ გაუწევს.

 

“ვინც ორიენტერებული იმაზე იქნება, რომ “მეურნე მერი” ჰყავდეს, მათთვის ნარმანიას კანდიდატურა მისაღები იქნება. მან თავის საქმიანობით აჩვენა, რომ პატიოსანი და შრომისმოყვარე პიროვნებაა. “ – განაცხადა საყვარელიძემ.

 

არჩილ გამზარდია კი ფიქრობს, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით მკაფიოდ გამოვეთილი ლიდერი ამ ეტაპზე არ ჩანს, შესაბამისად ნებისმიერი კანდიდატისათვის სწორად წარმოებული წინასაარჩევნო კამპანია შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

 

“საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ანტინაციონალია, მაგრამ ამასთანავე მეორე ნაწილი არსებული ხელისუფლების მუშაობითაც იმედგაცრუებულია. ერთ ნაწილს პრეტენზიები არასაპარლამენტო ოპოზიციის არაერთიანობის გამო აქვს, ეს მახასიათებლები მართალია თავისი არსით ნეგატიურია, თუმცა, მეორეს მხრივ დინამიურ და საინტერესო ფონს ქმნის საიმისოდ, რომ საზოგადოებისადმი პოზიციონირება თითოეულმა კანდიდატმა შეძლოს. მერობის თითოეულმა მსურველმა შესაძლოა გარკვეული ჯგუფის კონცენტრირება მოახერხოს.

 

“თუმცა სივრცე მაინც გახსნილია ისეთი ორი მნიშვნელოვანი კანდიდატისთვის, როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” კანდიდატი, საზოგადოების ძირითადი ნაწილის ყურადღება მაინც მათზეა ფოკუსირებული, ამიტომ მათი შანსები ყველაზე მაღალია “ – ფიქრობს გამზარდია.

 

ნიკა მელია

 

meliaმიუხედავად არც ისე დიდი მომხრეების რაოდენობისა, ექსპერტები ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ნიკა მელია ქვეყანაში მეორე ძალად დაფიქსირებას ამ არჩევნებშიც მოახერხებს.

 

“არ ვიცი “ნაციონალებმა” მელიაზე არჩევანი რატომ გააკეთეს, თუმცა რეგიონალურობის ფაქტორი ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია. ნარმანიას მსგავსად მელიას წარმომავლობაც სამეგრელოდან მოდის. ქართველებს შორის კი ყველაზე მეტად ერთიანობის მუხტი სწორედ სამეგრელოსთვის არის დამახასიათებელი. ჩემი აზრით, ამ ნაბიჯით მათ სამეგრელოდან ჩამოსულების ხმის მიმცემთა ელექტორატი მმართველ გუნდთან გაიყვეს.

 

“ნაციონალულ მოძრაობას” თავის სტაბილური ელექტორატი ჰყავს, რომლებიც ხმას ნიკა მელიას მისცემენ. თუმცა, იმის გათვალისიწნებით, რომ საპარლამენტო ოპოზიცია უკიდურესად სუსტია და ამასთან ერთად გავლენით და პოპულარობით არ სარგებლობენ, მათ კანდიდატს დაბალი შანსი აქვს.” – აცხადებს ლაგაზიძე.

 

ნარმანიას უპირატესობაზე საუბრობს ექსპერტი გია ნოდიაც, თუმცა აქვე ის ამბობს, რომ პროცენტულად დიდი სხვაობა პირველ და მეორე ადგილებს შორის, არ იქნება. მისი შეფასებით, ნარმანიას მთავარ მოწინააღმდეგე მელია დარჩება.

 

საყვარელიძე მის გამგებელობასაც აფასებს და ამბობს, რომ ის დადებითი ავტორიტეტი, რომელიც მას მთაწმინიდის რეგიონში აქვს, შედეგზე მნიშვნელოვნად აისახება.

 

არჩილ გამზარდია “მთელ კვირასთან” საუბრისას “ქართული ოცნების” იმიჯის დაცემის ხარჯზე “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორად ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიის ხარჯზე, შესაძლოა ამომრჩევლის საარჩევნო ყუთებთან მიყვანა “ნაციონალებმა” უფრო მოახერხონ.

 

“მიუხედავად იმისა, რომ მათი მოწინააღდეგეების რაოდენობა ისევ დიდია, ვფიქრობ, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩევლის მობილიზებას ისინი უფრო მოახერხებენ, რამაც შეიძლება გადამწყევტი როლი შეასრულოს. არ გამიკვირდება, რომ თბილისის მერად თუ არა, სხვა დანარჩენ ოლქებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. ვვაუადობ, რომ ამ არჩევნებზე აქტივობა იქნება დაბალი და ამ დაბალ აქტივობაში ვინც აუდიტორიასთან უფრო ეფექტურად იმუშავებს, სწორედ მისი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე.

 

“თეორიულად იმის შანსი, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია მეორე ადგილზე გავიდეს არსებობს, მაგრამ პრაქტიკულ დონეზე ვვარაუდობ, რომ პირევლ და მეორე ადგილებს ისევ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გადაინაწილებს. ” – აცხადებს გამზარდია.

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე

 

lorTqifaniZeდიმიტრი ლორთქიფანიძეს ანგარიშგასაწევ ძალად იხსენიებს რამაზ საყვარელოძე და ამბობს, რომ ვინც ორიენტირებული იმაზე იქნება, რომ მერმა ორი დიდი პოლიტიკური ძალის ზეწოლას უნდა გაუძლოს, მათთვის მისაღები ლორთქიფანიძის კანდიდატურა იქნება.

 

“ამ განლაგებაში ის საკმაოდ სერიოზული ფიგურაა და ამის გათვალისიწნებით “ნაციონალურ მოძრაობას” მეორე ადგილზე გასვლა გარანტირებული ნამდვილად არ აქვთ.

 

“ამ შემთხვევაში რახან მერის არჩევაზეა საუბარი ვფიქრობ, კუკავასთან შედარებით, ლორთქიფანიძის შანსები უფრო მაღალია. თბილისმა შესაძლოა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული მერის ყოლა სულაც არ მოისურვოს, ასეთი კი ეს უკანასკნელია.” – ამბობს საყვარელიძე.

 

გამზარდიას აზრით, კი ლორთქიფანიძის ამომრჩეველი ე.წ. ტრადიციული, მორწმუნე ტიპის საზოგადოებაა, რომელიც ქვეყანაში არც ისე მცირე რაოდენობით გვევლინება. ამის გათვალისიწნებით კი მას ხმების აკრეფვის რესურსი გააჩნია.

 

“გასათვალისიწნებელია ისიც, რომ წინა არჩევნებზე ბურჯანაძე ყველაზე ალტერნატიულ კანდიდატად მოიაზრებოდა, მათ გარკვეული ფინანსური რესურსებიც გააჩნიათ, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის საიმისოდ, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ.

 

“ქართველ ამომრჩეველს კი ზოგადად აქტიური პიროვნებები უყვართ, ხშირად რა დევს მათი ნათქვამის შინაარსის მიღმა არ უკვირდებიან. იმის გამო, რომ ჩვენ უფრო სნობური ტიპის საზოგადოებას მივეკუთვნებით “ფეის” ფაქტორი და აქტიოვობა ჩვენთან კარგად მუშაობს.”–უთხრა “მთელ კვირას” არჩილ გამზარდიამ.

 

კახა კუკავა

 

kukava“თავისუფალი საქართველოს” ლიდერს ექსპრეტები ალტერნატიულ ძალად მოიხსენიებენ. საყვარელიძე ფიქრობს, რომ ვისაც “ნაციონალებთან” და “ოცნებასთან” მკვეთრად დაპირისპირებული მერი უნდა, მათთვის მისაღები სწორედ კუკავას კანდიდატურა იქნება. მისი აზრით, განსახვავება ლორთქიფანიძესა და კუკავას შორის, ის არის, რომ კუკავა მასთან შედარებით პოლიტიკურ ბრძოლაში უფრო აქტიურია.

 

ზოგადად კი არასაპალმანტო ოპოზიციის მიერ დასახელებულ რამდნეიმე კანდიდატს ექსპერტები უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს მათ ელექტორატს კიდევ უფრო დახლიჩავს, რაც “ნაციონალების” წისქვილზე დაასხამს წყალს.

 

“არა გამარჯვების, არამედ რაღაც პროცენტების დაგროვების უფრო დიდი შანსი, კუკავას და ლორთქიფანიძეს შორის, უფრო ლორთქიფანიძეს აქვს. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ალბათ ამ არჩევნებზე საერთოდ არ მივა. საკუთარ აზრს ის ამომრჩეველი დააფიქსირებს, რომელიც ამა თუ იმ პარტიის ურყევ ელექტორატს წარმოადგენს.” – უთხრა “მთელ კვირას” გია ნოდიამ.

 

არასაპარლამენტო კანდიდატის ერთიანობზე საუბრობს ხათუნა ლაგაზიძეც – “კარგი იქნებოდა თუ ამ ორი კანდიდატიდან არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რომელიმე ერთი, მეორეს სასარგებლოდ თავის კანდიდატურას მოხსნის. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო ელექტორატი გაიყოფა. – აცხადებს ლაგაზიძე.

 

კუკავას ყველა სხვა დანარჩენ კანდიდატებთან მიმართებაში წინააღმდეგობრივი პიროვნებად მოიაზრებს გამზარდიაც. მისი შეფასებითაც “ოცნების” და “ნაციონალების” შემდეგ, ყველა კანდიდატი ერთი და იგივე სამიზნე ჯგუფის წარდგენილ კანდიდატებს წარმოადგენენ, ამიტომ ისინი ერთმანეთთან კონკურენციაში უფრო მოდიან, ვიდრე სხვა დანარჩენებთან.

 

ავტორი: თათია ჩაფიჩაძე, გაზეთი “რეზონანსი”.

Use Facebook to Comment on this Post

მერობის მსურველები და მათი შანსები Reviewed by on . არჩევნებამდე ორი თვით ადრე თბილისის მერობის ძირითად მსურველთა ვინაობა უკვე ცნობილია. მმართველი გუნდის კანდიდატ დავით ნარმანიას ოპონირებას “ნაციონალური მოძრაობიდ არჩევნებამდე ორი თვით ადრე თბილისის მერობის ძირითად მსურველთა ვინაობა უკვე ცნობილია. მმართველი გუნდის კანდიდატ დავით ნარმანიას ოპონირებას “ნაციონალური მოძრაობიდ Rating: 0
scroll to top