Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » რელიგია » “მგონია, რომ ასეთ დროს სიმართლის მხარე უნდა დავიჭიროთ…”

“მგონია, რომ ასეთ დროს სიმართლის მხარე უნდა დავიჭიროთ…”

by: Category: რელიგია, საზოგადოება, სიახლეები Comments Off on “მგონია, რომ ასეთ დროს სიმართლის მხარე უნდა დავიჭიროთ…”

12079279_1711646965735757_4106297193474601119_nდღეს ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთი სასულიერო პირის ფოტო, რომელსაც გვერდით უდგას სამონაზვნე სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ქოლგით.

ამ ფოტოზე მძიმე ამბავი ატყდა და ვისაც არ ეზარება, ლამის ყველა ამ სასულიერო პირს ლანძღავს. საქმე იმაშია, რომ მე შორიდან ვიცნობ ამ სასულიერო პირს, მიუხედავად იმისა, რომ ის მთავარეპისკოპოსია, წლებია, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს და ამიტომ რაღაცნაირად გული მეტკინა, რომ მას უსამართლოდ დაესხა თავს არაერთი. 

ბალანსისათვის რამდენიმე ფოტოს ვდებ, რომელიც იგივე სასულიერო პირს ეკუთვნის. ასევე, როგორც გავიგე, ფოტოზე, რომელიც მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა, მისივე და არის წარმოდგენილი, რომელიც თავის ძმაზე ზრუნავს და რა ვიცი… იქნებ, მიგვეცა უფლება ადამიანებისათვის საკუთარ დედმამიშვილზე იზრუნოს…

12108065_449746418546757_5756637989594999948_nროდესაც სასულიერო პირებს სამართლიანად აკრიტიკებენ, მხარს ვუჭერ და ვიზიარებ ხოლმე, მაგრამ, როდესაც ხალხი არ ვართ მართალი, ვხედავთ რეალობის ფრაგმენტს და შემდეგ ვმსჯელობთ უყურადღებოდ, უხეშად და რაც მთავარია, უსამართლოდ, მგონია, რომ ასეთ დროს სიმართლის მხარე უნდა დავიჭიროთ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ამ მთავარეპისკოპოსის მხარეს გადის.

12107710_1711647122402408_7848824354233479167_n

 

12065589_869074263189069_3984077831186807528_nეს კი ფოტო, რომელსაც მოჰყვა საზოგადოების ნაწილში სასულიერო პირის ლანძღვა.

 

 

 

 

 

 

არჩილ გამზარდია

Use Facebook to Comment on this Post

“მგონია, რომ ასეთ დროს სიმართლის მხარე უნდა დავიჭიროთ…” Reviewed by on . დღეს ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთი სასულიერო პირის ფოტო, რომელსაც გვერდით უდგას სამონაზვნე სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ქოლგით. ამ ფოტოზე მძიმე ამბავი ატყდა და დღეს ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთი სასულიერო პირის ფოტო, რომელსაც გვერდით უდგას სამონაზვნე სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ქოლგით. ამ ფოტოზე მძიმე ამბავი ატყდა და Rating: 0
scroll to top