Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » გადაცემები » “კვირის 2030” გადაცემა 3 29.03.2015

“კვირის 2030” გადაცემა 3 29.03.2015

by: Category: გადაცემები, ვიდეო, პოლიტიკა, საზოგადოება Comments Off on “კვირის 2030” გადაცემა 3 29.03.2015

29.03.15 2030 16გადაცემა “კვირის 2030″ ანალიტიკური გადაცემაა, რომელიც გადის ყოველ კვირას 20 საათსა და 30 წუთზე, ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის ეთერში.

თემები:

ბიზნესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზები კომპანიების შემოწმების გაჭიანურებას იწვევს.

ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად მსჯელობენ საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქალთა მონაწილეობის კვოტირების საშუალებით უზრუნველყოფის თაობაზე; ამ ორ თემაზე გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ.

გადაცემის მეორე ნაწილში გავაგრძელებთ მთავრობის საქმიანობის შეფასებას 2012  წლის 1 ოქტომბრის შემდგომ.

“კვირის 2030”-ის  მონაწილეები – საზოგადოება 2030-ის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოების წევრები, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკა სეფაშვილი და  კონსულტანტი ეკონომიკის საკითხებში  ვახტანგ  ბურკიაშვილი.

გადაცემა წარმოადგენს “საზოგადოება 2030″-ის ხედვებს, დისკუსიებსა და პოზიციებს, როგორც  მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ფუნდამენტურ თემებზე. საზოგადოებაში გაწევრიანებულია ათეულობით დარგობრივი სპეციალისტი, ანალიტიკოსი და აქტიური მოქალაქე.

გადაცემის მიზანია გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტებთან, ასევე ახალ სახეებთან ერთად, საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და ანალიზი მიმდინარე მოვლენების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ.

იხილეთ გადაცემა ბმულზე:

Use Facebook to Comment on this Post

“კვირის 2030” გადაცემა 3 29.03.2015 Reviewed by on . გადაცემა “კვირის 2030″ ანალიტიკური გადაცემაა, რომელიც გადის ყოველ კვირას 20 საათსა და 30 წუთზე, ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის ეთერში. თემები: ბიზნესის წარმომადგენლებ გადაცემა “კვირის 2030″ ანალიტიკური გადაცემაა, რომელიც გადის ყოველ კვირას 20 საათსა და 30 წუთზე, ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის ეთერში. თემები: ბიზნესის წარმომადგენლებ Rating: 0
scroll to top