Tuesday , 19 November 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » “ივანიშვილი საარჩევნოდ უფრო ტრანსლატორის როლში გამოჩნდება”

“ივანიშვილი საარჩევნოდ უფრო ტრანსლატორის როლში გამოჩნდება”

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on “ივანიშვილი საარჩევნოდ უფრო ტრანსლატორის როლში გამოჩნდება”

bidzinaivanishvili“პოლიტიკაში “დაბრუნება” არასწორი კვალიფიკაციაა”, – ასეთ განცხადებას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან  დაკავშირებით აკეთებს. მისი აზრით “პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების მონაწილე ბიძინა ივანიშვილი უწყვეტადაა გადადგომის შემდგომაც, ის არის ყოფილი პრემიერი, კოალიციის დამფუძნებელი და არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. ამდენად, პროცესების მონაწილე ის ყოველთვის იყო და კიდეც აცხადებდა, რომ საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობდა გადადგომის შემდეგაც”.

არჩილ გამზარდიას თქმით, “თუ საუბარია პირდაპირ ჩართულობაზე, ვფიქრობ, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა, მე არ ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ პროცესში პირდაპირი ჩართულობა გამოხატოს, მაგ. დაბრუნდეს თანამდებობაზე, შევიდეს საარჩევნო სიაში და ა.შ. ეს, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” სრული შანსები აქვს კვლავ მოვიდეს უმრავლესობაში და ეს საკითხი დიდად არის დამოკიდებული საარჩევნო სიაზე, რამდენად სწორად შედგება და რამდენად ეფექტურად ჩაატარებს კოალიცია საარჩევნო კამპანიას, მეორე მხრივ, კი იმიტომ, რომ ივანიშვილი სადაც უფრო ხედავს საკუთარ თავს, იქიდან უფროა ჩართული საზოგადოებრივ პროცესებში.

თუ ჩართულობის სხვა მექანიზმებს ვივარაუდებთ, მე მგონია, რომ ის უფრო ტრანსლატორის ფორმატში შეიძლება ვიხილოთ საარჩევნო კამპანიაში ანუ როგორც აზრის ლიდერი, რომელიც კოალიციის და საარჩევნო სუბიექტების ძირითად რეკომენდატორად შეიძლება მოგვევლინოს, ისიც უფრო დოზირებულად, ვიდრე წინა არჩევნების დროს”.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის  როლს სწორედ ტრანსლატორის ფორმატში ხედავს. ის “ქართული ოცნების” შესაძლო საარჩევნო სიაზეც აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ “სია უნდა იყოს ფორმირებული ახალი სახეებით, მაგრამ ზედმეტი დოზა ინტერესს გააქრობს, ამიტომ უნდა იყოს ასევე საშუალოდ ცნობადი და ცნობადი ადამიანებიც, “ე.წ. ფაბლიქ ტიპები ანუ ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება ცნობს, ასევე კარგი სპიკერები და ა.შ. ასევე უნდა იყოს გამოცდილი ადამიანებიც და ძველი თანაპარტიელები, მაგრამ არა გაცვეთილი სახეები , მითუმეტეს ისეთი ტიპები, რომლებმაც დღეისთვის ოცნება მაგრად შეარცხვინეს”, – ამბობს ანალიტიკოსი.

არჩილ გამზარდია სამომავლო საპარლამენტო არჩევნების შესაძლო პერსპექტივებსაც განიხილავს, “ვფიქრობ, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები იქნება. თუ ამასთან, არჩევნებზე მისვლა სავალდებულოც გახდება, ეს არაერთ პარტიას მისცემს საშუალებას პარლამენტში მოხვდეს და არ გამოვრიცხავ, ქართული ოცნება კვლავ უმრავლესობით მოვიდეს, მასთან ერთად კი პარლამენტში მოხვდეს ალიანსი, ალასანიას გუნდი, შესაძლოა რომელიმე მალე და ახლადგაჩენილი პარტიაც და მცირე რაოდენობით ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც საორიენტაციოდ 10-12 % -ს მოაგროვებენ. თუმცა, მთელი წინასაარსაარჩევნო კამპანია წინ გვაქვს და უფრო რეალისუტი პროგნოზები ან წინაპირობები მომავალში გამოჩნდება”.

Use Facebook to Comment on this Post

“ივანიშვილი საარჩევნოდ უფრო ტრანსლატორის როლში გამოჩნდება” Reviewed by on . "პოლიტიკაში "დაბრუნება" არასწორი კვალიფიკაციაა", - ასეთ განცხადებას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფ "პოლიტიკაში "დაბრუნება" არასწორი კვალიფიკაციაა", - ასეთ განცხადებას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფ Rating: 0
scroll to top