Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » კომუნიკაციები » ივანიშვილის დაანონსებულ გადაცემას არჩილ გამზარდია წაიყვანს

ივანიშვილის დაანონსებულ გადაცემას არჩილ გამზარდია წაიყვანს

by: Category: კომუნიკაციები, მედია, მედიაკომუნიკაციები, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on ივანიშვილის დაანონსებულ გადაცემას არჩილ გამზარდია წაიყვანს

1940061_738229859521007_744498889_nყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემა “20.30” “ჯი-დი-ეს-ის” ეთერში მარტიდან გავა. მას ყოველდღიურად ჟურნალისტი მაკა ცინცაძე წარუძღვება, კვირის შემაჯამებელ გადაცემას კი საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია წაიყვანს, რომელიც სტუმრებთან ერთად კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს გაუკეთებს ანალიზს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მის მიერვე დაანონესებულ თოქ-შოუს სტუმრის რანგში პერიოდულად ეწვევა. გადაცემის მთავარი პროდიუსერის ვასილ მაღლაფერიძის თქმით, გამზარდიას ყოველ კვირეულად სტუმრად სამი ადამიანი ეყოლება, მათ შორის დრო და დრო ყოფილი პრემიერი.

“მარტისთვის ვაპირებთ ეთერში გასვლას. ახლა ტექნიკურ საკითხებზე ვმუშაობთ. წინ მივიწებთ როგორც კოლუმბი ამერიკისკენ. კვირის წამყვანი არჩილ გამზარდი იქნება და ეყოლება სამი სტუმარი დრო და დრო ბიძინა ივანიშვილიც მივა.
გადაცემა ყოველდღე ცხრის ნახევარზე გავა სწორედ, ამიტომაც ჰქვია მას “20.30”. ინტერნეტში ამაზე 10 ათასი დომენი უკვე დაარეგისტრირეს გონიათ, რომ მერე მოგვყიდიან, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ საიტის გაკეთებას. სოციალურ ქსელ “ფეისბუქზეც” შეიქმნა გვერდი, მაგრამ ჩვენ არ გაგვიკეთებია, ხალხს ხომ ვერ ავუკრძალავთ ამას”, – უთხრა “მთელ კვირას” მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიას თქმით, გადაცემაში მის ჩართულობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“მაკა ცინცაძე გადაცემას ყოველ დღიურად წაიყვანს ეს უკვე გადაწყვეტილია. ხოლო კვირის ბოლოს მნიშვნელოვან მოვლენის ანალიზს, სავარაუდოდ მე გავუკეთებ სტუმრებთან ერთად. ახლა სწორედ ჩემს ჩართულობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები.

ვარ ანალიტიკოსი და ამ გადაცემის ფორმატიც ითვალისწინებს, რომ გადაცემა წაიყვანოს არა ჟურნალისტმა არამედ ანალიტიკოსმა. მსგავსი პრეცედენტი საქართველოში, ნაკლებად არის ცნობილი, ეს იქნება ანალიტიკური გადაცემა, რომელსაც ეყოლება ანალიტიკოსი წამყვანი და სხვა დანარჩენ სტუმრებთან ერთად ვიმსჯელებ ჩვენს გარშემო მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებზე”, – გვითხრა გამზარდიამ.

რაც შეეხება არხისთვის ლინეცზიის მოდიფიცირებას ამასთან დაკავშირებით, მაღლაფერიძემ გვითხრა, რომ მარტივი პრობლემაა და არხი ამას მალევე მოაგვარებს.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს განცხადების საფუძველზე, გასული წლის ოქტომებრში კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, თუმცა დეკემბერში, საქმის არსებით განხილვამდე, არხმა საერთო მაუწყებლის ლიცენზიის შეჩერებით მიმართა.

როგორც ცნობილია ტელევიზიას გასართობი არხის ლიცენზია აქვს, თუმცა იმისთვის, რომ იქ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები გაკეთდეს საერთო მაუწყებლის ლიცენზია უნდა მიიღოს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერი მისი ოჯახის კუთვნილ არხზე თოქ-შოუს გაკეთებას გეგმავდა,
მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, რომ მოთხოვნის შემთხვევაში საჯარო ადმინიტრაციული საქმის წარმოებას მინიმუმ 20 სამუშაო დღე სჭირდება.

“კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს განცხადების საფუძველზე კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დროებით შეაჩერა. კომპანიამ საკითხის არსებითი განხილვის სხდომამდე კომისიაში ახალი წერილობითი განმარტება წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ ტექნიკური მიზეზების გამო კომპანია 2015 წლის თებერვლამდე ვერ უზრუნველყოფს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პროგრამების სრულყოფილად მომზადებას, რის გამოც მოითხოვა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება. კომისიამ დააკმაყოფილა შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს განცხადება და კომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შეაჩერა იმ დრომდე, ვიდრე კომპანია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების განახლების თაობაზე ხელახალ წერილობით განცხადებას არ წარმოადგენს.~, – ნათქვამია მარეგულირებელი კომისიის განცახდებაში.

ის, რომ ბიზნესის, პოლიტიკისა და არასამთავრობო სექტორის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას ტელევიზიაში აპირებდა ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გავრცელდა, რაც მოგვიანებით ბერა ივანიშვილის ტელევიზიაშიც დაადასტურეს და სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს.

“გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას ახალი სეზონიდან განახლებული მაუწყებლობისა და სატელევიზიო ბადის ცვლილების შესახებ. ვადასტურებთ, რომ საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქ-შოუს ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილია. განიხილებოდა მისი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსება, თუმცა ამას, შესაძლოა, გარკვეული კითხვები გამოეწვია საზოგადოებაში, ამიტომ გადაცემის იდეის ავტორთან შეთანხმებით, გადაწყდა ალტერნატიულ ვერსიებზე მუშაობა. ამ ვერსიებიდან ყველაზე სწრაფად და მარტივად (ზედმეტი კითხვების გარეშე) პროექტზე მუშაობის დაწყება ტელეკომპანია “ჯი-დი-ესს” შეეძლო, ამიტომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება დროებით მაუწყებლობის ფორმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება ის ვერსიაც, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ პროექტი გადაეცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ან სხვა რომელიმე კერძო ტელეკომპანიას, ხოლო “ჯი-დი-ესი” დაუბრუნდეს მაუწყებლობის პირვანდელ ფორმატს. ვადასტურებთ, რომ მიმდინარეობს იდეის და ზოგადად, პროექტის დამუშავების პროცესი, თუმცა არ ვადასტურებთ არც ერთ გავრცელებულ ინფორმაციას პროექტის შინაარსობრივ მხარესა და სხვა მონაწილე ადამიანებთან დაკავშირებით,” – აღნიშნულია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 7 ივლისს გავრცელდა.

ავტორი: თიკო ოსმანოვა

წყარო: რეზონანსი

Use Facebook to Comment on this Post

ივანიშვილის დაანონსებულ გადაცემას არჩილ გამზარდია წაიყვანს Reviewed by on . ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემა "20.30" "ჯი-დი-ეს-ის" ეთერში მარტიდან გავა. მას ყოველდღიურად ჟურნ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებული ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემა "20.30" "ჯი-დი-ეს-ის" ეთერში მარტიდან გავა. მას ყოველდღიურად ჟურნ Rating: 0
scroll to top