Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » “თუ სასურველი შედეგი არ დადგა, ეს უფრო ხელს შეუწყობს ანტიამერიკულ განწყობებსაც”

“თუ სასურველი შედეგი არ დადგა, ეს უფრო ხელს შეუწყობს ანტიამერიკულ განწყობებსაც”

by: Category: პოლიტიკა, სიახლეები, სლაიდერი Leave a comment

putinobamaაშშ-ს პრეზიდენტის განცხადებამ იმის, შესახებ რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგას, საზოგადოების ნაწილში იმედგაცრუება და გაღიზიანება გამოიწვია, მეორე ნაწილი კი ობამას მხრიდან ამ განცხადებას დიდი მფარველის გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დღევანდელ განცხადებებში აღნიშნავდნენ, რომ “ხელების ჩამოშვების და ყურების ჩამოყრის არავითარი საფუძველი არ არსებობს”.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ირწმუნება, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ეხება საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების, თუ არმინიჭების საკითხს.

მსგავსი შინაარსისაა საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარიც. მაია ფანჯიკიძის თქმით, მის ხელისუფლებას არასოდეს არ უთქვამს, რომ წლევანდელ სამიტზე საქართველოს ნატო-ში მიიღებენ, _ “ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ საქართველო და უკრაინა არ არიან ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს,” _ აღნიშნა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ ბრიუსელში განაცხადა, რომ ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა დღის წესრიგში არ დგას, _ “არც უკრაინა და არც საქართველო ამჟამად არ დგანან ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. არ ყოფილა და არ არის ნატო-ს დაუყოვნებელი გაფართოების გეგმა,” _ განაცხადა ობამამ.

რას ნიშნავს აშშ-ს მეთაურის ეს განცხადება ვაშინგტონში ღარიბაშვილის დელეგაციის იმედისმომცემი მიღების შემდეგ, რა განწყობებია მოსალოდნელი საქართველოს მოსახლეობაში და ნამდვილად “დაუკეტეს თუ არა საქართველოს ნატოსკენ მიმავალი გზა”?

“საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია როგორც აღნიშნავს, ობამას განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოებისათვის.

“საქმე ისაა, რომ მისი განცხადება არაა პირდაპირ დაკავშირებული შედეგის მიმართ, ანუ მისი ნეგატივი თუ პოზიტივი უფრო მახასიათებელია, ვიდრე ამსახველი შედეგზე. მაგალითად, ბუშმა თავის დროზე სრულიად მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, მაგრამ ის პირდაპირ არ არეკლილა შედეგზე. ამდენად, მგონია, რომ ობამას განცხადება უფრო სხვა მისამართით გაკეთებული შეტყობინება უნდა იყოს,” _ ამბობს გამზარდია.

ამასთან, იგი არ გამორიცხავს, რომ აშშ-ს მეთაურის განცხადებამ საქართველოს მოსახლეობაში ანტიამერიკული განწყობა გააღვივოს.

“რაც შეეხება საზოგადოებრივ განწყობას საქართველოში, ის, ამ მახასიათებელზე ნაკლებადაა მიბმული და განხილული იქნება, როგორც მიზეზი, თუ სასურველი შედეგი არ დადგა. ეს უფრო ხელს შეუწყობს ანტიამერიკულ განწყობებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის განცხადება არაა არსით ნეგატივის მიზეზი. ჩვენი საზოგადოება ითხოვს პირდაპირ პოზიციებს და პირდაპირ შედეგებს, სადაც ეს მოცემულობა არ გვაქვს, იქ, შესაბამისად, ადგილი იხსნება ნეგატიური ემოციებისათვის.

ვფიქრობ, ამ მოცემულობაში გზა უფრო პრორუსულ განწყობებს მიეცემა და პრორუსული საიმიჯო მახასიათებლების რეალიზაციას,” _ უთხრა გამზარდიამ “გურია ნიუსს”.

 

წყარო: gurianews.com

Use Facebook to Comment on this Post

“თუ სასურველი შედეგი არ დადგა, ეს უფრო ხელს შეუწყობს ანტიამერიკულ განწყობებსაც” Reviewed by on . აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებამ იმის, შესახებ რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგას, საზოგადოების ნაწილში იმედგაცრუება და გაღიზიანება გამოიწვია, მეორე აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებამ იმის, შესახებ რომ საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე არ დგას, საზოგადოების ნაწილში იმედგაცრუება და გაღიზიანება გამოიწვია, მეორე Rating: 0
scroll to top