Sunday , 16 June 2019

უახლესი ამბები
Home » თავისუფალი კომუნიკაცია » “თავად გადაწყვიტეთ ცხოვრებაში, მამაკაცობა გსურთ თუ ანტიკაცობა!”

“თავად გადაწყვიტეთ ცხოვრებაში, მამაკაცობა გსურთ თუ ანტიკაცობა!”

by: Category: თავისუფალი კომუნიკაცია, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი, სოციალური Comments Off on “თავად გადაწყვიტეთ ცხოვრებაში, მამაკაცობა გსურთ თუ ანტიკაცობა!”

944760_665459633480482_1809679974_n1ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას წერილი სტუდენტებს, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ქალთა მიმართ ძალადობას ეხმაურება:

“ჩემო სტუდენტებო, განსაკუთრებით ვაჟებო, როგორც თქვენი ლექტორი ერთ რამეს გეტყვით:

რაც მეტად სცემთ პატივს ქალს თქვენს ცხოვრებაში და გაუფრთხილდებით, მით მეტად შედგებით მამაკაცად;

რაც მეტად იქნებით ქალის სრულფასოვნების ხელშემწყობი, მით მეტად შედგებით კაცად;

რაც ნაკლებს ავუწევთ ხმას ქალთან საუბრისას, მით მეტად შევდგებით მამაკაცად;

რაც მეტად თანასწორები იქნებით მათ მიმართ, მით მეტად იქნებით მამაკაცი.

დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ ცხოვრებაში, მამაკაცობა გსურთ თუ ანტიკაცობა!

კაცობა გვერდით მყოფი ქალის სრულფასოვნებისა და თანასწორობის განცდის პირდაპირპროპორციულია.”

“სიყვარულს ალტერნატივა არ აქვს, ყველაზე დიდებული, რაც შეიძლება ადამიანს ჰყავდეს, მეუღლეა, მამაკაცისთვისაც და ქალისთვისაც.

კაცი მაშინ არის კაცი, როდესაც ემსახურება თავის ქალს და ქალი მაშინ არის ქალი, როდესაც ემსახურება თავის მამაკაცს.

ეს არის მსახურება ბედნიერების მუდმივი განცდით.”

2014.10

Use Facebook to Comment on this Post

“თავად გადაწყვიტეთ ცხოვრებაში, მამაკაცობა გსურთ თუ ანტიკაცობა!” Reviewed by on . ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას წერილი სტუდენტებს, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ქალთა მიმართ ძალადობას ეხმაურება: "ჩემო სტუდენტებო ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას წერილი სტუდენტებს, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირებულ ქალთა მიმართ ძალადობას ეხმაურება: "ჩემო სტუდენტებო Rating: 0
scroll to top