Saturday , 17 August 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » ექსპერტთა შეფასებით, მმართველი კოალიცია “ნაცმოძრაობას” ყველგან მოუგებს, მაგრამ სხვა პარტიებთან შეიძლება წააგოს

ექსპერტთა შეფასებით, მმართველი კოალიცია “ნაცმოძრაობას” ყველგან მოუგებს, მაგრამ სხვა პარტიებთან შეიძლება წააგოს

by: Category: პოლიტიკა, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on ექსპერტთა შეფასებით, მმართველი კოალიცია “ნაცმოძრაობას” ყველგან მოუგებს, მაგრამ სხვა პარტიებთან შეიძლება წააგოს

11nacebiocnebaთვითმმართველობისარჩევნებისმეორეტური, სადაცამომრჩევლები 19 საარჩევნოოლქში 8 მერსადა 13 გამგებელსაირჩევენ, 12 ან 13 ივლისსჩატარდება. “ნაციონალურიმოძრაობისერთერთიწევრის, ზურაბჭიაბერაშვილისგანცხადებით, მეორეტურისრაცშეიძლებაადრეჩატარებისთვისცესკოზეწნეხსმმართველიძალაახორცილებსდაისინიამასაპროტესტებენიმმიზეზით, რომკამპანიისსათანადოდჩატარებასვერასწრებენ.

ექსპერტები “ნაციონალების” ამ პროტესტს არალოგიკურს უწოდებენ, ერთი, რომ საარჩევნო კანონი მათი დაწერილია, ვადების განსაზღვრა ამ კანონის მიხედვით მოხდა და ვადების სიმცირეზე თავის დროზე ეფიქრათ; მეორე – კამპანიისათვის მათაც და მმართველ პარტიასაც ერთნაირი დრო აქვთ და მესამე და მთავარი – “ნაციონალები” მეორე ტურში აუცილებლად დამარცხდებიან და ამიტომაც ცდილობენ რაღაც საპროტეტსტო ფონი მაინც შექმნან. 

1E467CB4-DD5A-4DC0-A616-172172A006E4_mw1024_s_nსაარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორის კახიშვილის თქმით, “ნაციონალების გათვლა ასეთია: ივლისის ბოლოს ნახევარი თბილისი დაცლილია. “ნაციონალურ მოძრაობას” კი ფაქტია, მოტივირებული ამომრჩეველი ჰყავს. აქიდან გამომდინარე აქვთ იმის განცდა, რომ რაც უფრო გვიან დაინიშნება მეორე ტური, “ოცნების” ამომრჩეველი ან საერთოდ თბილისიდან იქნება წასული ან დაიზარებს არჩევნებზე მისვლას. ხოლო თავად საკუთარ მოტივირებულ ამომრჩეველს ხმის მისაცემად მიიყვანენ და ზოგადად, დაბალი აქტივობის ფონზე მეტ ხმას მოაგროვებენ.

1tv 21.03.14 1 - Copyსაზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, არჩილ გამზარდიას განცხადებით, ცხელი დღეები ამომრჩეველთა მოტივაციაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდნეს.

მისი თქმით, ყველა სიციოლოგიური კვლევისაგან განსხვავებით ეს არჩევნები იმ კუთხითაც იქნება საინტერესო, რომ ამ პარტიების – “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” – შესაბამისობას დაადგენს.

“მეორე ტური პათოსით შეიძლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც კი შევადაროთ. ამიტომაც “ნაციონალურ მოძრაობას” ბევრად უფრო მეტი პროცენტით დამარცხებს პერსპექტივა აქვს – არსებობს შანსი, მეორე ტურში ნიკა მელია ბევრად უფრო დამარცხდეს, იმიტომ, რომ ნარმანიას აქვს შანსი სხვა კონკურენტების ხმები დაიმატოს, ან ამ მეორე ტურზე ის ადამიანებიც კი მიიყვანოს, ვისაც შესაძლოა ნარმანია არ მოსწონს, მაგრამ უფრო მეტად “ნაციონალურ მოძრაობას” არ მოსწონს და თავისდა უნებურად ასეთი ადამიანებს ხმა “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ მიაცემინოს”, – ამბობს გამზარდია.

__

მეორე ტურის თარიღი

__

ცესკო-ს არჩევნების თარიღი ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ეკა აზარაშვილის თქმით, ეს თარიღი თითქმის გადაწყვეტილია და ის 12 ან 13 ივლისი იქნება.

ჭიაბერაშვილი ცესკო-ს მიმართავს და სთხოვს, არჩევნების მეორე ტური 20 ივლისამდე არ დანიშნოს.

,,ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება ამჟამად ახორციელებს საარჩევნო კომისიაზე ზეწოლას, რომ რაც შეიძლება მალე დაინიშნოს მეორე ტური, რათა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოასწრონ კამპანიის სათანადოდ ჩატარება. გვსურს მოვუწოდოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ არ მოექცეს ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ, გაითვალისწინოს, რომ “ნაციონალური მოძრაობაც” და სხვა ოპოზიციური პარტიებიც აპირებენ გაიარონ სასამართლო პროცედურები და მეორე ტურის თარიღი სწორედ ამ პროცედურების გათვალისწინებით დანიშნოს“, _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

სანამ ცესკო მეორე ტურის სავარაუდო თარიღად ივლისისი შუა რიცხვებს დაასახელებდა, მანამ არჩევნების მეორე დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ თბილისში მეორე ტური ივლისისი ბოლოს, სავარაუდოდ 28-ში გაიმართებოდა და არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკშიც ეს თარიღი იყო მითითებული.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ტარდება ცესკოს მიერ მისი დანიშვნის შესახებ განკარგულების მიღებიდან არაუგვიანეს მე-14 დღისა.

შეაჯამებელი ოქმის არგასაჩივრების შემთხევაში თბილისის გარდა, საქართველოს სხვა საარჩევნო ოლქებში, არჩევნების მეორე ტური ინიშნება არა უგვიანეს 15-ე დღისა, გასაჩივრების შემთხევაში – არა უგვიანეს 21-ე დღისა.

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური, არგასაჩივრების შემთხვევაში, ინიშნება არა უგვიანეს 24-ე დღისა და ტარდება არა უგვიანეს 43-ე დღისა. გასაჩივრების შემთხვევაში კი ტარდება არა უგვიანეს 49-ე დღისა. თუ შემაჯამებელი ოქმები არ გასაჩივრდება, თარიღების თანაკვეთა შესაძლებელია და კანონის მიხედვით დღეს, არჩევნების მეორე ტურის თარიღი თითქმის საბოლოოდ არის გადაწყვეტილი.

“ზოგადად, შეჯამებისა და გასაჩივრების ვადები თბილისში და დანარჩენ საქართველოში განსხავებულია. გრაფიკებით თბილისის გარდა სხვა ქალაქებში მეორე ტური სხვა ვადაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაცია მეორე ტურის ერთ თარიღზე შეთანხმდა. კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ამ ორი თარიღის თანაკვეთა მოხდეს. ყველასთვის სჯობს მთელ საქართველოში მეორე ტური ერთ დღეს დაინიშნოს, ამიტომაც, სავარაუდოდ, 19 ოლქში ერთდროულად მეორე ტური 12 ან 13 ივნისს გაიმართება. ეს ოფიციალური თარიღი არ არის. მას შემდეგ, რაც 15 ივნისის არჩევნები შედეგები შეჯამდება, ამის შემდეგ თარიღს ოფიციალურად გამოვაცხადებთ”, – აცხადებს ცესკოს პრესსპიკერი ეკა აზარაშვილი.

__

ვის რა შანსები აქვს

__

15 ივნისის არჩევნების შემდეგ 19 საარჩევნო ოლქში მეორე ტური ტარდება.

მერობის არჩევნების მეორე ტური იმართება 8 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ოზურგეთში, ფოთსა და ბათუმში. მათგან პირველ ოთხ ქალაქში მმართველ პარტიას “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დაუპირისპირდება. დანარჩენ ოთხში კი მეორე ადგილზე გავიდნენ: მცხეთაში – “მწვანეთა პარტია”, გორში – “ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტია”, ხოლო ოზურგეთსა და ფოთში – დავით თარხან-მოურავის “პატრიოტთა ალიანსი”.

ამომრჩეველი გამგებელს 13 მუნიციპალიტეტში გამოავლენს. ყვარელში, თელავში, თერჯოლაში, ხონსა და ქობულეთში გამგებლობაზე ბრძოლას “ოცნებისა” და “ნაციონალების” კანდიდატები გააგრძელებენ. ახმეტაში, თიანეთში, ტყიბულსა და მარტვილში მმართველ პარტიას “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” დაუპირისპირდება, გორში მეორე ტურში “ოცნების” მოწინააღმდეგე “ირაკლი ოქრუაშვილი – ქართული პარტია” იქნება, ბაღდათში  – “სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა”, ლანჩხუთსა და ხულოში – დავით თარხან-მოურავის პარტია “პატრიოტთა ალიანსი”.

კახი კახიშვილის თქმით, იქ, სადაც მეორე ტური “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” კანდიდატებს შორის ტარდება, მმართველი ძალა გაიმარჯვებს, მაგრამ იქ, სადაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელია გასული და პირველ ტურში დიდი სხვაობა არ არის, შესაძლებელია ოპოზიციამ გაიმარჯვოს იმ შემთხვევაში, თუკი სხვა ოპოზიციური შტაბების კონსოლიდაციას მოახერხებს. თბილისში კი იმდენად დიდი სხვაობა ნარმანიასა და მელიას პროცენტებს შორის, დარწმუნებულია, ნარმანია მოიგებს.

“შეიძლება ვიღაცას “ოცნება” ან მისი კანდიდატი არ მოსწონს, მაგრამ იმაზე მეტად “ნაცმოძრაობის” ის პოლიტიკა არ მოსწონთ, რომელსაც ყოფილი ხელისუფლება ატარებდა,” – აღნიშნავს კახიშვილი.

მისი თქმით, “ოცნებისთვის” მნიშვნელობა არ აქვს არჩევნები როდის ჩატარდება. “ნაცმოძრაობას” კი აქვს გათვლა, თავისი მოტივირებული ამომრჩეველი ხმის მისაცემად მიიყვანოს.

“შეიძლება მეორე ტურზე 43%-ის ნაცვლად საერთოდ 15% მოვიდეს. პირველ ტურთან შედარებით მეორე ტურზე აქტივობა ისედაც ყოველთვის დაბალია, მით უმეტეს ახლა ზაფხულის სეზონი ემთხვევა, მეორეც, ენერგეტიკის სამინისტროს თურმე ახლა მიაფიქრდა თბილისში შუქების გათიშვა ქსელების რემონტის მიზნით. ეს ყველაფერი იმუშავებს… არაკონტროლირებადი “ოცნების” ამომრჩეველი უბრალოდ შეიძლება საერთოდ არ დაელოდოს მეორე ტურს და ქალაქი დატოვოს. ამ დროს “ნაციონალურმა მოძრაობამ” თვითონ მობილიზებულად მიიყვანოს საკუთარი მოტივირებულ ამომრჩეველი და ამით მაღალი პროცენტი დააფიქსირონ. თუმცა ეს იმდენად ჰიპოთეთური ვარაუდია, არ მგონია მაინცდამაინც გაუმართლდეთ – წყალწარებული ხავსს ეკიდებოდაო, ეს იმას ჰგავს” – ამბობს კახიშვილი.

კახიშვილი ვარაუდობს, რომ თბილისში დიდია ალბათობა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერები მეორე ტურზე არ მივიდნენ, მაგრამ ვინც მივა, ალბათ ყველა “ქართულ ოცნებას” დაუჭერს მხარს: “არ ვფიქრობ, რომ რომელიმე არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი დღეს იმაზე ფიქრობს, “ნაციონალურ მოძრაობის” კანდიდატს დაუჭიროს მხარი, ეს მათ დისკრედიტაციას მოახდენს. სულ რომ ვიღაცას “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერა უნდოდეს, საკუთარ ამომრჩეველს როგორ უნდა უთხრას ეს, მით უმეტეს, როდესაც ეს ოპოზიციური პარტიები თავიდან ბოლომდე აპროტესტებენ ხელისუფლების მხრიდან “ნაცმოძრაობის” მიმართ არსებულ ლოიალობას და კოჰაბიტაციას?!”

კახიშვილი ჭიაბერაშვილის მიერ გამოთქმულ პროტესტსაც ეხება და აღნიშნავს, რომ “კრიტიკა – საარჩევნო კამპანიას ვერ ვასწრებთო, კანონში თავად აქვთ განსაზღვრული, რა ვადებში ტარდება მეორე ტური. ეს კოდექსიც თავად შექმნეს და ამაზე თავის დროზე ეფიქრათ. სხვათა შორის, საარჩევნო კამპანიის ვერმოსწრებაზე ყველაზე საინტერესოა იმ პილიტიკური პარტიის არგუმენტების მოსმენა, რომელიც ყოველთვის ბოლო წამამდე წელავდა არჩევების დანიშვნის თარიღს, რომ არჩევნების მომზადებისთვის ოპონენტ პოლიტიკურ სუბიექტებს რაც შეიძლება ნაკლები დრო ჰქონოდა.”

არჩილ გაზარდიაც მეორე ტურში მმართველი ძალის გამარჯვებას პროგნოზირებს და უფრო მეტიც, აცხადებს, რომ თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მეორე ტურში უფრო დიდი სხვაობით დამარცხდება.

არჩილ გამზარდია: “თუ საოცრება არ მოხდება და ვფიქრობ, საოცრებები არ მოხდება, თუ სრულად არა, უმეტესობა ქალაქში “ქართულმა ოცნებამ” უნდა გაიმარჯვოს. ახლა კი მიდის აქტიური მუშაობა “ნაციონალურ მოძრაობისა” და ამ ძალასთან ასოცირებულ მედიასაშუალებების მხრიდან არჩევნების შემდეგი ტურისათვის მაქსიმალურად იმოქმედონ საზოგადოების განწყობაზე, მაგრამ არ მგონია, ეს მოახერხონ. ერთი მხრივ, არ მგონია თავისი მხარდამჭერი იმ პასიური დამოკიდებულების მქონე პირებს მეორე ტურზე მიყვანა შეძლონ, ვინც პირველ ტურზე არ მივიდა. ან შეძლონ ის, რომ “ქართულ ოცნებისათვის” ხმის მიმცემთა მაჩვენებელი ჩამოაკლონ. ეს რთული წარმოსადგენია. ისინი ახლა იმუშავებენ არა გამარჯვებისათვის, არამედ რაც შეიძლება მაღალი რეიტინგის მისაღებად”.

გამზარდიას კახიშვილისაგან განსხავებით არ ჰგონია, რაღაც განსაკუთრებული დიდი ოდენობა გავიდეს ქალაქიდან და გულგრილად შეხედოს არჩევნებს.

“ვინც გულგრილად შეხედა ამ პროცესს, ის ისედაც არ გამოცხადდა და პრაქტიკულად ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა მესამედი მივიდა. ჩემი შეფასებით, ეს არჩენები არა მოსახლეობის, არამედ აქტივისტების არჩევნები იყო. შესაბამისად, შეიძლება აქტივისტების მცირე წილი ჩამოაკლდეს მეორე ტურს, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვა პარტიების აქტივისტების გამოყენება მოხდეს, სოლიდარობა მოხდეს ისევ “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ,” – ამბობს გამზარდია და დასძენს, რომ იქ, სადაც “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” უპირისპირებიან ერთმანეთს, შესაძლოა “ოცნების” სასარგებლოდ მოიმატოს აქტივობამ და მოტივირებულობამაც. ეს იმიტომ, რომ ის ხმები, რომელიც პირველ ტურში “ქართულ ოცნებას” ჩამოაკლდა და იმ ორ პარტიას მიეცა, რომლებმაც ხმები აიღეს, ბურჯანაძის პარტიასა და “პატრიოტთა ალიანსს”, ორივე რადიკალი ანტინაციონალური რიტორიკით გამოირჩევა. ამიტომაც რაღაც კუთხით, ამ ორ პარტიის აქტიურ ამომრჩევლებს “ოცნებასთან” უფრო მეტი საერთო აქვთ, ვიდრე “ნაციონალურ მოძრაობასთან.

გამზარდია თბილისში მელიას შთამბეჭდავ დამარცხებას არ გამორიცხავს.

“ამის მტკიცების არგუმენტი არ მაქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხმების მაქსიმუმი უკვე მიიღო. იმიტომ, რომ კონსოლიდირებული აქტივისტები და დისციპლინირებული ამომრჩეველი ჰყავს. “ქართულმა ოცნებამ” კი ეს ვერ შეძლო. მას კონკურენტები სხვა არასაპარლამეტო ოპოზიციის სახით ჰყავდა, მაშინ როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ამ კონკურენციაში არ მონაწილეობდა. ამდენად, წინა ტურში “ნაციონალებმა” ხმების მაქსიმუმი მიიღეს, “ქართულმა ოცნებამ” – არა. ყველა სიციოლოგიური კვლევისაგან განსხვავებით ეს არჩევნები იმ კუთხითაც იქნება საინტერესო, რომ ამ პარტიების – “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” – შესაბამისობას დაადგენს”, – დასძენს გამზარდია.

 

ავტორი: ეკა ბასილაია

წყარო: გაზეთი “რეზონანსი”

Use Facebook to Comment on this Post

ექსპერტთა შეფასებით, მმართველი კოალიცია “ნაცმოძრაობას” ყველგან მოუგებს, მაგრამ სხვა პარტიებთან შეიძლება წააგოს Reviewed by on . თვითმმართველობისარჩევნებისმეორეტური, სადაცამომრჩევლები 19 საარჩევნოოლქში 8 მერსადა 13 გამგებელსაირჩევენ, 12 ან 13 ივლისსჩატარდება. “ნაციონალურიმოძრაობის” ერთ-ერ თვითმმართველობისარჩევნებისმეორეტური, სადაცამომრჩევლები 19 საარჩევნოოლქში 8 მერსადა 13 გამგებელსაირჩევენ, 12 ან 13 ივლისსჩატარდება. “ნაციონალურიმოძრაობის” ერთ-ერ Rating: 0
scroll to top