Tuesday , 19 November 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » ელისაშვილ-სააკაშვილის “გმირად ქმნადობის პროპაგანდის” პოლიტიკური ვნებანი

ელისაშვილ-სააკაშვილის “გმირად ქმნადობის პროპაგანდის” პოლიტიკური ვნებანი

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on ელისაშვილ-სააკაშვილის “გმირად ქმნადობის პროპაგანდის” პოლიტიკური ვნებანი

saakash-elisashამჟამინდელი ელისაშვილი და ამჟამინდელი სააკაშვილი მკვეთრად მაგონებს ძველ სააკაშვილს ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობაში. მათი საერთო მახასიათებელი საზოგადოებასთან ურთიერთობების ძველი პროპაგანდისტული მეთოდებია.

ყველას გვახსოვს სააკაშვილი იუსტიციის მინისტრობისას, განსაკუთრებით ის ეპიზოდი, როდესაც ფოტოები აფრიალა შევარდნაძის მთავრობის სხდომაზე, რომელშიც ის მმართველ სუბიექტებსა და მაღალი თანამდებობის პირებს კორუფციაში დებდა ბრალს. სწორედ მის ამ მოწადინებას მოჰყვა სააკაშვილის პერსონაჟის გმირ-პერსონაჟად ქმნადობის პროცესი.

პროპაგანდისტული მოდელის არსი მდებარეობდა შემდეგში:

* პერსონაჟი უნდა ყოფილიყი სახელისუფლებო წარმომადგენელი;

*ის უნდა დაპირისპირებულიყო მაშინდელ სხვა სახელისუფლებო წარმომადგენლებს;

* პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ქარიზმატული ლიდერი;

* პერსონაჟს, მუდმივად უნდა გაემახვილებინა ყურადღება თავის პატიოსნებასა და უქონელობაზე;

* სიმძაფრისათვის პერსონაჟს დროდადრო უნდა გაეკეთენა განცხადება საშიშროებებისა და რისკების შესახებ;~

* დამატებითი დამაჯერებლობისათვის ამ კონცეფციას უნდა დამატებოდა “შეთავაზებების” როგორც “ცდუნებებისგან” თავის არიდება და პერსონაჟის უმწიკვლობის “დამადასტურებელი” გარემოებები;

ამგვარი პერსონაჟი, საზოგადოებასთან აქტიური და ეფექტური კომუნიკაციების ჭრილში გარდაიქმნებოდა “პერსონაჟ-გმირად”, რომლის საერთო შინაარსი იქნებოდა ასეთი: ეს იქნებოდა პირი, ლიდერი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებდა თავს, როგორც “რიგით” მოქალაქეს, რომელიც გამოჩნდებოდა როგორც პატიოსანი, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე; ხელისუფლების წარმომადგენელი, მაგრამ ხელისუფლების ძირითად ნაწილთან დაპირისპირებული, ხელისუფლებისგანვე “შევიწროებული”, სასიცოცხლო რისკების მქონე და “მამხილებელი”.

ამგვარად, ამ მახასიათებლების შეძენით რიგითი პერსონაჟი იქცეოდა პერსონაჟ-გმირად, რომელიც პოლიტიკურ პერსპექტივებს იმატებდა, როგორც “სახალხო გმირი და ლიდერი”.

თუ თქვენ დააკვირდებით “გმირად ქმნადობის კონცეფციას” , ნახავთ რომ სწორედ ამ კონცეფციით შედგა 2003 წლისთვის “სახალხო ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი” და სწორედ ამ მეთოდით მუშაობს დღევანდელი სააკაშვილი უკრაინაში – მისი დაპირისპირებები უკრაინის დღევანდელ ჩინოვნიკებთან, მუდმივი წუწუნი უქონელობაზე, საუბარი, რომ მას სთავაზობენ ან ფულს ან სხვა სახელმწიფოებში თანამდებობებს; აპელირება, რომ რისკის ქვეშაა და ა.შ. ნათლად აჩვენებს სააკაშვილის მიზნებსა და სტრატეგიას უკრაინაში;

სააკაშვილის იდენტურად იკვეთება ალექსანდრე ელისაშვილის საზოგადოებასთან ურთიერთობის პროპაგანდისტული მოდელი; მისი სტრატეგიაც იდენტურია, იგივე აქცენტები უქონელობაზე; იგივე სტრატეგია – ხელისუფლებაში მყოფი (საკრებულოს წევრი) და ხელისუფლებასთან დაპირისპირებული (მმართველი ძალის წარმომადგენლები); თანამდებობრივი შეთავაზებების დისკურსის ნაცვლად შეთავაზებულ სოლიდურ ქრთამებზე საუბარი; საფრთხეზე აქცენტები და ა.შ.

არსებობს ერთი მცირე განსხვავება ამ ორ პერსონაჟში, მიხეილ სააკაშვილს ადრეც ჰყავდა გუნდი და ახლაც მას გარკვეული გუნდი ჰყავს უკრაინის რადაშიც, რომელიც მის ინტერესებს ლობირებენ. ალექსანდრე ელისაშვილს კი ეს გუნდი არ ჰყავს, ის “მოკავშირის” ძიებაშია (PR-ში ცნობილია “მოკავშირის” ცნება, რაზეც მნიშვნელოვნად არის აგებული პოლიტიკური ტექნოლოგიებიც); მისი შესაძლო მოკავშირე ჯერ ნათლად არ ჩანს, თუმცა, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ გარკვეული ჰიპოთეზა თუ რომელი პოლიტიკური ძალა შეიძლება ვიხილოთ მის სამომავლო პოლიტიკურ მოკავშირედ (თუ ის მალევე არ შექმნის ცალკე პოლიტიკურ პარტიას), ეს შეგვიძლია ვივარაუდოთ კონკრეტული საინფორმაციო პოლიტიკით, თუ რომელი მედიასაშუალება ავლენს; ამას გარდა იმ პოლიტიკური ძალით, რომელიც მისსავე ლექსიკასთან ახლოსაა თუ რომლის ლექსიკასაც და დისკურსსაც იმეორებს ან ავლენს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ა.შ.

ამდენად, ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებული საზოგადოებრივი პროცესები ჩემთვის ნათლად აჩვენებს რომ ძირითადში საქმე გვაქვს პოლიტიკური პროპაგანდის პროცესთან, რომლითაც კონკრეტული პოლიტიკური პირი პროპაგანდისათვის კარგად ნაცნობი “გმირული საქციელის სისტემაზე” მუშაობს.

 

არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი

საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

 

Use Facebook to Comment on this Post

ელისაშვილ-სააკაშვილის “გმირად ქმნადობის პროპაგანდის” პოლიტიკური ვნებანი Reviewed by on . ამჟამინდელი ელისაშვილი და ამჟამინდელი სააკაშვილი მკვეთრად მაგონებს ძველ სააკაშვილს ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობაში. მათი საერთო მახასიათებელი საზოგადოებასთან უ ამჟამინდელი ელისაშვილი და ამჟამინდელი სააკაშვილი მკვეთრად მაგონებს ძველ სააკაშვილს ჯერ კიდევ შევარდნაძის მთავრობაში. მათი საერთო მახასიათებელი საზოგადოებასთან უ Rating: 0
scroll to top