Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » „დღეს ივანიშვილი, როგორც საჯარო ფიგურა, ჩამოყალიბების პროცესშია – სად ხედავს თავის თავს“

„დღეს ივანიშვილი, როგორც საჯარო ფიგურა, ჩამოყალიბების პროცესშია – სად ხედავს თავის თავს“

by: Category: პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on „დღეს ივანიშვილი, როგორც საჯარო ფიგურა, ჩამოყალიბების პროცესშია – სად ხედავს თავის თავს“

tbiliselebi 3პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების ბედი სასწორზე დევს და, თუ ის არ შეცვლის ეკონომიკურ პოლიტიკას, მაშინ თავად მისი შეცვლის საკითხი დადგება. ვისი ხელი მართავს უხილავ პროცესებს და რა შეცდომები დაუშვა მმართველმა გუნდმა ინფლაციასთან მიმართებით? For.ge საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს არჩილ გამზარდიას ესაუბრა.

არჩილ გამზარდია: ნებისმიერ ნორმალურ თანამედროვე ქვეყანაში ხელისუფლების ბედი ყოველთვის სასწორზეა დადებული, თუკი ის არ ამართლებს ამომრჩევლის მოლოდინს. ამიტომ, ეს ნორმალური პროცესია, განსხვავებით, დიქტატორული ქვეყნებისგან, სადაც ხელისუფლება, სირთულეების მიუხედავად, სტაბილურად გრძნობს თავს. რაც შეეხება ლარის ფაქტორს, ჩვენი ხელისუფლების მთავარი შეცდომა ის იყო, რომ მას უნდა ჰქონოდა პროგნოზი, თუ რა შედეგამდე მიგვიყვანდა გარე და შიდა ფაქტორები. საზოგადოებისთვის ეს წინდაწინ უნდა ყოფილიყო განმარტებული, უნდა ეთქვათ, რას ახერხებდნენ და რას – ვერა. ასეთ შემთხვევაში, პანიკა აღარ იქნებოდა და ვერც ოპონენტები ვერ გამოიყენებდნენ ამ ფაქტს სათავისოდ.

ბევრი შეცდომა დაუშვეს ამ კუთხით, თორემ, ბუნებრივია, საქართველო ვერ აღმოჩნდებოდა გამონაკლისი, თუნდაც იმის გამო, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნის ბაზარზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება გვაქვს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მტკივნეულად აისახება ჩვენზე. ამას ეკონომისტის განათლება არ სჭირდება, რადგან თანამედროვე კონფლიქტებს სწორედ საყოველთაობა ახასიათებს.

ხომ არ ფიქრობრომ ამ პროცესებს ვიღაცის ხელი მართავს? ხომ არ დგანან ამ პროცესების მიღმანაციონალებირადგან არსებული საზოგადოებრივი წყობის ჩამოსაშლელად ყველაზე ეფექტურისაშუალება ფულის გაუფასურება. ასევეგაურკვეველი ეროვნული ბანკის პოლიტიკარომელიცყოველთვის დროულად ეხმარებოდა ნაციონალებსროგორც კი ლარის კურსის დაცემა დაიწყებოდა.ახლა კი მისი რეაქცია დაგვიანებულია

– საბოტაჟის შესაძლებლობა რომ არსებობს, ეს ცხადზე ცხადია. ის ფაქტიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წარმოადგენს სუბიექტს, რომელიც ნაცმოძრაობის დროს იყო დანიშნული, თავისთავად, ამ მოტივს ქმნის. ჩვენ რომ დავაბრალოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ ლარის გაუფასურება, ასევე – გარე და შიდა ფაქტორები, ეს არაბუნებრივია. ამის ირონიზება მოხდება, მაგრამ ისიც ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ოპონენტი შეეცდება, ეს პროცესები სათავისოდ გამოიყენოს. უბრალოდ, აქაც არსებობს საზღვრები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი პარტიული ინტერესების შესასრულებლად, შესაძლოა, სახელმწიფოს შეუქმნას საფრთხე. ეს მათ ახასიათებთ, მაგრამ საყვედურს მაინც ჩვენს ხელისუფლებას ვეტყოდი, რადგან მათ ეს უნდა ჰქონოდათ გათვალისწინებული.

როდესაც იცი, თუ ვინ იყო ორი დღის წინ სასამართლოს თავმჯდომარე, როდესაც იცი, გარემო ფაქტორები სად მიდის, როცა იცი, შენი სისუსტეები რაშია და როცა იცი, რომ ასოცირებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებს თავისი ვალდებულებები აქვს, მათ შორის, ფინანსურ ნაწილში, წინდახედული უნდა იყო. რიგით მოქალაქეს უნდა აუხსნა ყველაფერი, რომ შემზადებული შეხვდეს პროცესებს. ნახევრად ირონიით ვიტყოდი, მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ის წინასწარ განაცხადებდა ამ საფრთხეების შესახებ, მერე იტყოდა, რომ ეფექტური მუშაობისა და ხელისუფლების ძლიერების გამო მხოლოდ 25%-იანი ვარდნა ჰქონდა ლარს და არა-მეტი. ანუ, ამას შეფუთავდნენ, როგორც წარმატებას და არა – წარუმატებლობას. ამავდროულად, როცა ძალიან დაიძაბებოდა სიტუაცია, სააკაშვილი ე.წ. კონფლიქტის ზონებში დაიწყებდა რაღაც მოძრაობებს, რომ საზოგადოების ყურადღება გადაეტანა, ან რაღაც ძალისხმევას მიმართავდა საიმისოდ, რომ საკუთარი სტაბილურობის წინაპირობები უფრო გაეძლიერებინა. ახლანდელი ხელისუფლება კი უმოქმედოა და, როცა მედიაში რაღაც ძალზე ხმამაღლა გაჟღერდება, მხოლოდ მაშინ იწყებს უკუკავშირზე გამოსვლას. ეს არასწორია, თორემ ეს მუდმივი საბოტაჟის პროცესია. მარტო ეს შემთხვევა კი არა, ბოლო სამი წელიწადი მუდმივი საბოტაჟის რეჟიმშია ხელისუფლება, მტრები, ოპონენტები მათ უმრავლდებათ და არ აკლდებათ. ნაციონალები ამას იყენებენ, იყენებდნენ და კიდევ გამოიყენებენ, ისევე, როგორც ამას გამოიყენებენ ნაციონალებთან დაახლოებული პირები, რომლებიც თავის დროზე ხელისუფლებას წარმოადგენდნენ და ახლა ოპოზიციაში არიან. ხელისუფლება მზად უნდა იყოს ამის მოგერიებისთვის.

ნაციონალები თავის დროზე ბიზნესმენთა დაჭერადატერორებით ავსებდნენ ბიუჯეტს და ამითჩერდებოდა ლარის ინფლაციაჩვენმა ხელისუფლებამაც მიაგნო გამოსავალსმათ განიზრახესსახელმწიფო ობიექტების გასხვისებაგაყიდვისინი ირწმუნებიანრომ არ მოხდება სახელმწიფოქონების განიავებამაგრამ აღარც მალავენრომ საქართველოს რკინიგზასმართალიაფრთხილადუნდა მიუდგნენმაგრამ შეიძლება, ამ ობიექტის 25 % გასხვისდეს

– თავისთავად, წინა ხელისუფლებას ვედავებოდით იმაზე, რომ არსებობდა ობიექტები, რომლებიც არ უნდა გაყიდულიყო. არადა, კახა ბენდუქიძე თვლიდა, რომ სინდისის გარდა, ნებისმიერი ობიექტის გაყიდვა შეიძლებოდა. თავის დროზე ამ ქონების გაყიდვით საკმაოდ დიდი შემოსავლები შევიდა ბიუჯეტში და ამან სხვადასხვა ფაქტორზე იმოქმედა.

თუმცა ნაციონალებმა ვერ მოასწრეს ცალკეული ობიექტების გაყიდვამათ შორისეროვნულიბანკის შენობისათონელზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის და სხვა

– კი, მცირე ობიექტები გაუყიდავი დარჩათ. რა ეფექტიც ამ გაყიდვებს შეიძლება ჰქონოდა, ის ეფექტი დღეს აღარ არსებობს. სულ რამდენიმე ობიექტია დარჩენილი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ბენდუქიძის ამ მიდგომას ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა, ახლაც გამოიყენებენ ამ მომენტს ოპონენტები, როგორც უუნარობის და უნიათობის ნაწილს. აქ ძნელია იდეალური ზომიერების დაცვა. გასაგებია, შეიძლება, მართლაც გაყიდო რკინიგზის რამდენიმე პროცენტი და ამან არ იმოქმედოს მის მართვაზე, მაგრამ ამას პოლიტიკური ოპონენტი გამოიყენებს და თემას გაშლის ისე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების იმიჯის საწინააღმდეგოდ მოექცევა.

საზოგადოება ითხოვს თავდაჯერებულ ხელისუფლებას, რომელმაც იცის, რას აკეთებს. ხალხს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ხელისუფლება ისტერიულ რეჟიმში ეძებს გამოსავალს და, ლამის, აგონიის რეჟიმში მოქმედებს. 2004 და 2010 წლებშიც ძალიან მოიმატა ფასებმა. მომხმარებელზე ეს ნეგატიურად აისახა, მაგრამ ნაციონალებმა მაშინ ყველაფერი კარგად შეფუთეს და წარუდგინეს საზოგადოებას, დღეს ასე არ ხდება. რიგით მოქალაქეს აღელვებს არა მხოლოდ მოვლენა, არამედ დამოკიდებულება მოვლენის შესახებ. ყველაფერი ფარდობითია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წარუდგენ ფაქტს ან მოვლენას საზოგადოებას.

ერთი ბარტყის პრინციპითუნდა მოხდეს თუ არა მსხვერპლთშეწირვა და ეკონომიკური გუნდისდათხოვნახალხს ეს დააშოშმინებს?

– ეკონომიკური გუნდის ან მთავრობის გადაყენებას შეიძლება, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ჰქონდეს დროებითი ეფექტი. როგორც კი გადააყენებ მინისტრს, მის ადგილას გაჩნდება ახალი მოლოდინი და, თუ მინისტრის შემცვლელი სასწაულს არ მოახდებს, ხალხს იგივე უარყოფითი რეაქცია ექნება. საქმე პერსონალიებში არ არის, საქმე არის რეალურ შესაძლებლობებში.

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში ერთხელ თქვარომ „ქართული ოცნებ“ გუნდისდანაშაული ბიძინა ივანიშვილის წინაშე სწორედ ის არისრომ მათ უნდათსაკუთარი უსუსურობაივანიშვილსროგორც რეალურ მმართველსჰკიდონამიტომაც ეფარებიან მის ჩრდილქვეშ

– ხელისუფლების მმართველი სახელმწიფოში არის უამრავი სექტორი – ივანიშვილი, გიგაური, მედია და ეს ნორმალური სიტუაციაა, სადაც სხვადასხვა სექტორს ზეგავლენა აქვს ხელისუფლებაზე. რაც შეეხება პირადად ივანიშვილს, ლოგიკურია, რომ ოპონენტები შეეცდებოდნენ იმის დისკრედიტაციას, ვისკენაც საზოგადოებას ჰქონდა დადებითი სწრაფვა. ივანიშვილი დისკრედიტირების რეჟიმში უკვე ოთხი წელიწადია, ანუ მას შემდეგ, რაც ის გამოჩნდა. ეს არის ოპონენტების სერიოზული ნამუშევარი. ამიტომ, თუ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი და მის მიმართ დადებითი განწყობა იკლებს, ივანიშვილი ამაზე თავად უნდა დაფიქრდეს. მისი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მას მიაჩნია, რომ ასეთი ჭარბი ნდობა მას არ სჭირდება და, საერთო ჯამში, მშვიდი განწყობა სჭირდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ მისი რეიტინგი მუდმივი დისკრედიტაცის რეჟიმში უფრო მეტად ეშვება დაბლა.

ბოლო დროს ისმი მკვეთრი განცხადებები  ოთხშაბათს მთელი საქართველო მივდივართ ბიძინაივანიშვილთან!“ ეწყობა ხმაურიანი აქციები ფინანსთა სამინისტროსთანსადამდე მიიყვანს ბიძინაივანიშვილს საკუთარი გუნდის მიერ შეცდომების აკიდების პროცესი და რა ემუქრება მას?

– ხმაურიანი აქციები ნორმალურია. მახსოვს, წინა ხელისუფლება რომ მოვიდა, მალევე შეხვდა საზოგადოებრივი წინააღმდეგობა. დღეს სხვა სიტუაციაა. ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგია, მაგრამ თეთრი სახლის წინაც იმართება ყოველდღე საპროტესტო აქციები. ივანიშვილს არაფერი ემუქრება, ფორმალურ დონეზე ის დღეს წარმოადგენს ერთი ჩვეულებრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს. მას ვერ გადააყენებენ, ვერ დაულუქავენ შემოსავლებს. ყველაზე ნეგატიური მხარე არის ის, რაზეც მე უკვე ოთხი წელია, ვლაპარაკობ. ეს არის საზოგადოებრივი დეპრესია. როცა დისკრედიტირებულია ყველა ინსტიტუცია, ყველა სუბიექტი, ხოლო საზოგადოება არის აპათიაში, ნიჰილისტური განწყობით ყველას მიმართ, აპათიაში მყოფი საზოგადოება ვერ მიაღწევს წინსვლას.

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობსრომ ივანიშვილს რეალობის დანახვა უჭირსთორემთუკიდაინახავს, რომ ხალხი უკმაყოფილოასიტუაციის გამოსწორებას შეეცდებაივანიშვილის მხრიდანმკვეთრად გადადგმული ნაბიჯები ამ რთული სიტუაციიდან ღირსეული გამოსავალი იქნება?

– ვისაც ვხედავ დღემდე, იმ ადამიანებს შორის ფავორიტები არ მყავს, რომელთაც შეუძლიათ საოცრებები მოახდინონ საქართველოში. დღეს ივანიშვილი, როგორც საჯარო ფიგურა, ახალ როლში ჩამოყალიბების პროცესშია, მან უნდა გაარკვიოს, რა სურს, რაში ხედავს თავის თავს და როგორ ხედავს ამ ქვეყანას. ამიტომ მასზე პროგნოზირება ამ ეტაპზე ძალზე ძნელია. ხალხს ეგონა, რომ ივანიშვილი მეორე დღეს ტომრით ფულს მისცემდა, ამ ასოციაციის ფონზე ნამდვილად ვერ გაამართლებს ეს მოლოდინი. სანამ ხალხს ჰგონია, რომ გამოვა ივანიშვილი და საქართველო გაბრწყინდება, ეს არასწორი იქნება. მე მგონია, რომ ის საკმარისად ინფორმირებულია ქვეყანაში არსებული სიტუაციის შესახებ, მაგრამ ამ ყველაფერს ის ხედავს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. მე უფრო ეს ვარიანტი მგონია. პირადად მეც რომ ვიყო მის ადგილას, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაზე ვიმუშავებდი იმისთვის, რომ საზოგადოებამ ნელ-ნელა თავისი თავი თვითონ შექმნას.

წყარო: for.ge

ავტორი:  მანანა ნოზაძე

 

Use Facebook to Comment on this Post

„დღეს ივანიშვილი, როგორც საჯარო ფიგურა, ჩამოყალიბების პროცესშია – სად ხედავს თავის თავს“ Reviewed by on . პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების ბედი სასწორზე დევს და, თუ ის არ შეცვლის ეკონომიკურ პოლიტიკას, მაშინ თავად მისი შეცვლის საკითხი დადგება. ვისი ხელი მარ პოლიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლების ბედი სასწორზე დევს და, თუ ის არ შეცვლის ეკონომიკურ პოლიტიკას, მაშინ თავად მისი შეცვლის საკითხი დადგება. ვისი ხელი მარ Rating: 0
scroll to top