საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის დირექტორის არჩილ გამზარდიას აზრით, დაძაბულობა მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის ხელოვნურად არის წარმოდგენილი. ამი შესახებ მან “პირველ პრესკლუბში” ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი იმის დამტკიცებაა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროცესებისგან გამიჯნულია.
“სახელისუფლებო შტოებს აწყობთ, რომ ივანიშვილი და მარგველაშვილი დამოუკიდებლად ჩანდნენ, ამასთან, ბიძინა ივანიშვილი თავისი იმიჯმეიკინგის პროცესში უზრუნველყოფს იმას, რომ გამოჩნდეს გამიჯნული პროცესებისგან და რუხი კარდინალის სტატუსი აღარ ჰქონდეს. ორივე მხარისთვის სასურველია ეს სიტუაცია. მარგველაშვილის ცალკე ფიგურად წარმოქმნაც მომგებიანი პოზიციაა ორივე მხარისთვის. ვფიქრობ, რომ ეს წინასაკონფლიქტო სიტუაციები უფრო ხელოვნურად არის შექმნილი”, – განაცხადა გამზარდიამ.