Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » კომუნიკაციები » არჩილ გამზარდია: ცოტა რამ 2012 წლიდან დღემდე

არჩილ გამზარდია: ცოტა რამ 2012 წლიდან დღემდე

by: Category: კომუნიკაციები, მედია, მედიაკომუნიკაციები, პოლიტიკა, საზოგადოება, სიახლეები, სლაიდერი, სოციალური Comments Off on არჩილ გამზარდია: ცოტა რამ 2012 წლიდან დღემდე

me jkljk2012 წლის 2 ოქტომბერი იყო, როდესაც ვფიქრობდი, რომ იმ დღიდან ხელისუფლების კრიტიკაზე უნდა გადავსულიყავი, ცხადია, ადეკვატურზე, რომელიც პოზიტიურისა და ნეგატიურის აღნიშვნა-შეფასების სწორ საზომზე გადის, არც სისუსტე არ გამეშვა შეუნიშნავი. იმ დროს “ნაციონალური მოძრაობა” ისე საცოდავად გამოიყურებოდა, რომ ვფიქრობდი, თუ პოლიტიკურ ბაზარს დატოვებდნენ, სხვა პარტიები წამოვიდოდა წინ, ინტერესისა და რეიტინგის მატების პერსპექტივით. მიმაჩნდა, რომ სხვა პარტიებს უნდა დავხმარებოდით წინსვლაში, რომ შემდეგ შეევსოთ უნდობლობით გაჯერებული სივრცე საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს შორის. ასე ვიქცეოდი მეც. ირაკლი ალასანია რომ გამოვიდა მმართველი კოალიციიდან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არაღირსეული ფორმით გააკეთა ეს, მაინც გამიხარდა, ნიჭიერი ადამიანების გუნდი ცალკე შექმნის ახალ პოლიტიკურ სიბრტყეს მეთქი. არ დაგიმალავთ, პრეზიდენტის უცნაური, ზოგჯერ ძალიან მიუღებელი გამოხატულებებიც კი მომწონდა, მრავალფეროვნებას შეტანის პერსპექტივის გამო. არ მინდოდა წინა პერიოდის მმართველობისავით, პოლიტიკური სივრცე უსახური ყოფილიყო, სადაც ყველა ერთმანეთს უკანტურებდა თავს და პირველი პირი პრეზიდენტი კი არ იყო, არამედ იმპერატორის ტოლფასი, რომელსაც მთელი თავისი გარემო მონურად უქნევდა თავს. ამიტომ ბევრი ჩვენგანი ფიქრობდა. რომ 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებას გონიერი და ძლიერი ოპოზიცია ჰყოლოდა, როგორც მთავარი მოტივატორი თავისთვისვე, უკეთესად მოქცეულიყო.

 

nacგავიდა დრო, ნაციონალურმა მოძრაობამ – როგორც ყოფილმა მმართველმა ძალამ, ვერ დააფასა ახალი ხელისუფლების მიმტევებლობა და ხიდობა მათსა და საზოგადოებას შორის. უნდა შევნიშნო, რომ ქართული ოცნება მაქსიმალურად უნახავდა ნამუსს წინამორბედებს,მათ შორის საზოგადოებრივი უკმაყოფილებების ფონზეც, მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილს ხშირად უთქვამს ჩემს თანდასწრებითაც, რომ ჩვენ ცოტანი ვართ და საზოგადოების დაშლა ან გადამტერება არაფერს გვარგებსო. სულ მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ რაღაცნაირი ადამიანური მოტივები გააჩნდა სხვების მიმართ და საკუთარ თავს არ აძლევდა სიძულვილის უფლებას, ასევე დანარჩენ ხალხშიც ცდილობდა აგრესიისა და სიძულვილის ნაცვლად ერთად ცხოვრება მოეხერხებინა. დღემდე მგონია, რომ ივანიშვილი ცდებოდა ამ განწყობაში, რადგან დიდი განსხვავებაა შეცდომების ჩამდენსა და დამნაშავე ხელისუფლებას შორის. არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე და ის სულ ამბობდა რომ ცოტანი ვართ და რაც ვართ, ეს ვართ, უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრებაო. ასეც გაკეთდა, პირველი პრეცედენტი შექმნა იმისა, რომ ყოფილი მმართველი ძალა არ მოისპო საქართველოში და პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება მიეცა.

 

ყოფილმა მმართველმა ძალამაც ამით ისარგებლა, შექმნა თავისი პოლუსი და პოლიტიკური კულტურის განვითარების პერსპექტივა ისევ ძველ, განუვითარებლობაში გადაზარდა. დესტრუქცია და საზოგადოებრივი განუკითხაობების პერსპექტივა დააბრუნა, არ დაუტოვა სხვა პოლიტიკურ ძალებს სივრცე საკუთარი პოლიტიკური პლატფორმის შექმნისათვის და პოლიტიკური პარტიების დეზორიენტირება მოახერხა, რის გამოც დღემდე პოლიტიკური ძალები ტრიალებენ არა საკუთარ – არამედ ყოფილ და ახლანდელ მმართველ პარტიებს შორის.

 

demokr“თავისუფალი დემოკრატების” მიმართ იმედები დამენგრა მეც და ალბათ ბევრ სხვასაც, რადგან მათ საკუთარი იმიჯის, სახის შექმნის ნაცვლად, “ნაციონალური მოძრაობისათვის” მიბაძვა დაიწყეს, უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან ერთი მხრივ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკას უსწრებდნენ აგრესიასა და დემაგოგობაში, მეორე მხრივ კი მათში არსებული ინტელექტი მაინც არ აძლევდა ბოლომდე დაცემის საშუალებას.

 

1424176502_2014100811124086776c3e-c9a6-4565-a7bd-aa9210028219_mw1024_s_n31კიდევ უფრო ამორფული გახდა პრეზიდენტის მოწადინება, ყველას პრეზიდენტად ქცეულიყო და ახალი პოლიტიკური კულტურა შეექმნა პოლიტიკურ პროცესებში, წარუმატებლად გაგრძელდა, ერთი მხრივ, მისი ვერ შექმნილი პლატფორმის გამო და მეორე მხრივ, იმის კომპლექსით, რომ მას ვერავინ ამჩნევდა და იმის შიშით, ჩემში ბიძინა ივანიშვილი არ დაინახონო. გაურკვევლად წინააღმდეგობრივი გახდა, დაუწყო ბრძოლა საკუთარ თავს და ბრძოლის ველად კი თავის ხელისუფლებაში მომყვანი ძალა გახადა.

 

კიდევ გავიდა დრო, “ქართული ოცნება” გახდა უფრო უწყინარი და უბოროტო ხელისუფლება, მაგრამ ვერც მან  შექმნა სახე, მასში აიზილა ღირსეული და უღირსო, პატიოსანი და მექრთამე, იდეისათვის მებრძოლი და მედროვე ადამიანები. ჩინოვნიკთა ზედმეტი გაუფრთხილებლობა, ბევრის მხრიდან მომხვეჭელობის მიდრეკილება, ზოგკერ რეალობის დამკარგავებმა და გარკვეულწილად დაკარგულმა კავშირმა ხელისუფლებასა და საკუთარ ხალხს შორის, საზოგადოებრივი უკმაყოფილებები გააჩინა. გადაჭარბებულმა მოლოდინებმა ხალხსა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას შორის ძაფი უფრო დაავიწროვა.

 

bidzinaivanishviliამასობაში ბევრმა ვერც შეამჩნია თუ როგორ გახდა ყოფილი პრემიერის ქონება 2 მილიარდით ნაკლები, რადგან საკუთარი ფული ჩადო მთელ რიგ პერსპექტივებში რაც ქვეყანას სჭირდებოდა; როგორ შეიცვალა ვექტორი დემოგრაფიული თვალსაზრისით; როგორ გაჩნდა პერსპექტივა რეგიონებისათვის; როგორ უთანაგრძო ხელისუფლებამ საზოგადოებას სიღარიბის გამო და ნაწილობრივ მაინც შეეცადა შეევსო სოციალური სისუსტეები; აღარ გახდა შესამჩნევი როგორ გახდა საქართველო ბიზნესმენთა შეკრების ცენტრი, როგორ ჩაეყარა საფუძველი მსოფლიო მასშტაბის პროექტებს, როგორ ჩადო ყოფილმა პრემიერმა ფული ახალგაზრდების განათლებაში და მომავლის პერსპექტივებში, აღარ გახდა შესამჩნევი როგორ თავისუფალი გახდა პოლიტიკური სივრცე, მედია, რომ პირველად შეიქმნა პრეცედენტი ხელისუფლება ყოფილიყო დაუცველი, საზოგადოება კი ძლიერი და ხელისუფლებაზე ზეგავლენის მომხდენი; არ გაჩნდა შესამჩნევი უწყებათა პროგრესი, რომ სასჯელ დადებული ადამიანი სიკვდილის მისჯას აღარ ნიშნავდა წინა წლებისგან განსხვავებით და მათთვის პირობები იქმნებოდა; არ გახდა შესამჩნევი უწყებების დეპოლიტიზაცია და ხელისუფლების ცალკე შტოების გაძლიერება, მათ შორის სასამართლო სისტემისა თუ სხვისა.

 

parlamentiმმართველი ძალის არასაკმარისად ეფექტური ადამიანური რესურსების გამო, განსაკუთრებით საკანონმდებლო ორგანოში კიდევ მეტი შეცდომა გამოაჩინა –  ხელისუფლებასთან ასოცირდა ის წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ შავ ლაქას წარმოადგენდნენ პოლიტიკურ სივრცეში, ცხადია, სამაგიეროდ ხელისუფლებას თავისი არც ისე წარმოსადეგი სახეების „წყალობით“ საკუთარი იმიჯი თავადვე შეილახა, მისცა გზა მის წინააღმდეგ გამოთქმულ პრეტენზიების ადეკვატურობას. ბოლოსდაბოლოს, მას მოსთხოვეს ის, რომ მანამდე წამოცდენილი შეპირებები ზედმიწევნით კი არა, საოცარი ზედმიწევნობით შეესრულებინა.

 

თანამედროვე პოლიტიკური ტექნოლოგიები საზოგადოებასთან ურთიერთობების ტექნოლოგიებს ეყრდნობა, თუ არ ხარ ე.წ. ფაბლიქ ტიპი ანუ მასების ამყოლი ადამიანი, მაშინ შენი სიმართლეცა და ღირსებაც საწინააღმდეგოდ მოგიტრიალდება. ჩვენს საზოგადოებაში კი გვიყვარს მითები და არა რეალობა, წარმოდგენები და არა სინამდვილე, დამოკიდებულებები და არა ფაქტები. ამას ვერ (თუ არ) ქმნის დღევანდელი ხელისუფლება, ვერც ჭირს მალავს, ვერც საპირისპიროს აჩვენებს, აღარაფერს ვამბობ ჩამოთვლილ მანიპულაციებზე. რაც არ გამოსდის ოცნებას, სამაგიეროდ გამოსდის ყოფილ მმართველებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სიმწირისა და სისუსტის გამო, პროპაგანდისტული პერფორმანსები ყოფილმა ხელისუფლებამ ითავა, აქტიურად, ყოველდღიურად ქმნიდა რა მითებს, ანტიგმირების სისტემებს, საახალამბო მოვლენებს, ინტერპრეტირებების მთელ სერიას და ა.შ.

 

PR-media(3)ჩვენი მედია დღემდე ამტკიცებს, რომ მედია არამედ „მოდარაჯე“ ძაღლია, ისე, რომ ხშირად „მოდარაჯეობაში“ მხოლოდ „მაყეფრობას“ გულისხმობენ და ამასთან, არც ამ „მაყეფრობის“ გონიერებაზე და მიზეზებზე არაფერს ამბობენ. თითქოს არც იმას ვუყურებთ, რომ გონიერ „ძაღლს“ ყეფაც შეუძლია,  კბენაც და დაცვაც… და ერთგულებაც… თავისუფლების უპასუხისმგებლო ანარქიად აღქმის გამო გახდა ჩვენში მედია ნაწილობრივ დაკომპლექსებული – დადებითის თქმა კომპლექსად ან რეკლამის საგნად იქცა, ჟურნალისტური თავისუფლების განცდა კი უმიზანმიმართულო „ყეფად“ გადაკეთდა „მოდარაჯის“ ნაცვლად. რეალობის ასახვაში კი საინტერესოდ მხოლოდ ნეგატივი შეირჩა. ნეგატივი მთლიანობაში იქცა ჩვენი საზოგადოების შეგრძნებებისა და მოთხოვნილების საგნად, რომ მოთხოვნილებაც კი გაჩნდა ჩვენში რაიმე ცუდი მოვისმინოთ, გვანახონ და ჩვენც ნეგატივზე ავიღოთ სწორება…

 

ბუნებრივია, ერთ სტატიაში შეუძლებელია ჩატიო სრული ანალიზი, ამიტომაც ჩემი ანალიზი უფრო მიმოხილვით ხასიათს ატარებს, მაგრამ ლოგიკა კი ერთია… წინ მოდის საარჩევნო წელიწადი და ეს არჩევნები იმით არის განსაკუთრებული, რომ ამომრჩეველს არ ეშინია თუ ხმას მმართველს არ მისცემს, მას დაიჭერენ ან მის ოჯახს შეავიწროვებენ როგორც წინა წლებში იყო. ახლა ჯერი ადამიანთა ნებასა და გადაწყვეტილებაზეა. კი, გეთანხმებით, რომ ძნელია მთავრობით იყო აღფრთოვანებული და ამის საჭიროებაც არ დგას, მითუფრო ასეთი ზედმეტი სიჭრელის პირობებში, თუმცა, ჩვენ, ხალხმა ის უნდა გავითვალისწინოთ, რა შესაძლებელ პერსპექტივებთან გვაქვს საქმე, ალბათ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გვინდასა და შესაძლებელიას შორის განსხვავება დიდია, რომ წინ, გაუფრთხილებლობის გამო, შესაძლოა ის ბნელი დრო დავაბრუნოთ, როდესაც ციხესა თუ სააშკარაოზე ადამიანებს მონებად და უუფლებო არსებებად აღიქვამდნენ.

 

ჩვენთან ერთად უნდა დაფიქრდეს პოლიტიკური სპექტრიც, რომ პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა ძველი ხელისუფლების მიმართ ყოფილების წისქვილზე ასხამს წყალს და არა თქვენს საკუთარზე, რომ დემოკრატიული პროცესი ისაა, თავად, ბუნებრივად განდევნოთ პოლიტიკური ბაზრიდან ყოფილი მმართველები, რომლებიც თქვენი პირველი შემავიწროვებლები და კონკურენტები იყვნენ, შემდეგ კი დაეჭიდოთ ამჟამინდელ მმართველ ძალას პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური ტექნოლოგიით და არა დესტრუქციისა თუ ანარქიის ხელშეწყობით.

 

1352967626_ocneba_aqciaდა ბოლოს… კარგად უნდა დაფიქრდეს დღევანდელი ხელისუფლებაც, როგორც მმართველი ძალა, რომ: არ შეიძლება გუნდში ჰყავდეთ ადამიანები, რომლებიც ერთი პირის გაღებით უნგრევენ წვალებით შეკოწიწებულ მგრძნიბარე იმიჯს; რომ ახლა დრო მათთვისაც შეიცვალა და „ჩანერგილების“ ატანა თუ ადრე აუცილებელი იყო პოლიტიკური მოტივებით, ახლა ნელ-ნელა ან თუნდაც სწრაფად უნდა გაუშვათ და მათ ნაცვლად უფრო ერთგულები შემოიკრიბოთ; რომ თქვენს საარჩევნო სიაზე ახლა არანაკლებია დამოკიდებული, ვიდრე წლების წინ იყო გამოწვევები, თუ კი ადრე ივანიშვილი ჩნდებოდა გარანტად, დღეს სიის შინაარსმა უნდა შექმნას გარანტიები, სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი დეზორიენტირდება და ეს მხოლოდ თქვენს მეტოქეებს მისცემს გზას.

 

ყველამ ერთად კი გადავაფასოთ ერთი რამ… რასაც ვითხოვთ, ჩვენ რას ვაკეთებთ სანაცვლოდ, რას ვიმსახურებთ და რამდენად ვსრულებთ ჩვენს როლს ქვეყანასთან და ერთმანეთთან მიმართებაში.

 

 

 

 

Use Facebook to Comment on this Post

არჩილ გამზარდია: ცოტა რამ 2012 წლიდან დღემდე Reviewed by on . 2012 წლის 2 ოქტომბერი იყო, როდესაც ვფიქრობდი, რომ იმ დღიდან ხელისუფლების კრიტიკაზე უნდა გადავსულიყავი, ცხადია, ადეკვატურზე, რომელიც პოზიტიურისა და ნეგატიურის აღ 2012 წლის 2 ოქტომბერი იყო, როდესაც ვფიქრობდი, რომ იმ დღიდან ხელისუფლების კრიტიკაზე უნდა გადავსულიყავი, ცხადია, ადეკვატურზე, რომელიც პოზიტიურისა და ნეგატიურის აღ Rating: 0
scroll to top