Tuesday , 23 July 2019

უახლესი ამბები
Home » პოლიტიკა » არჩილ გამზარდია: „სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“ დროებით მიაძინებს“

არჩილ გამზარდია: „სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“ დროებით მიაძინებს“

by: Category: პოლიტიკა, სიახლეები, სლაიდერი Comments Off on არჩილ გამზარდია: „სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“ დროებით მიაძინებს“

1484379_1091704800855961_5196760060062672732_n-300x300„ნაცმოძრაობისგან“ დაზარალებული ადამიანები კარგა ხანია ელოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტია დასასრულს მიუახლოვდებოდა და „მორიელები ერთმანეთს დაჭამდნენ“. სულ ახლახანს „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავითდარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამთავრებს არსებობას, თუმცა ეს დრამაა, ტრაგედია არ არის და ისტორია ისევ გრძელდება.

მართლა ასე დრამატულად ვითარდება მოვლენები „ნაცმოძრაობაში“, თუ სააკაშვილი უკვე მერამდენედ თავისი მოულოდნელი სვლებით მახეს უგებს საზოგადოებასაც და საკუთარ უკვე მოყირჭებულ თანაპარტიელებსაც? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ესაუბრა.

არჩილ გამზარდია: აქ მთავარი ისაა, რომ „ნაცმოძრაობის“ რღვევის პროცესი ხელისუფლების ზეწოლით კი არ მიმდინარეობს, არამედ ეს შიდა პროცესია და გარედან არავინ არაფერს ეხება. ეს უმნიშვნელოვანესია. სხვა მხრივ, პარტიული ცხოვრებაა ასეთი. მსგავსი პროცესები დატრიალდა სხვადასხვა პარტიაში, ალასანიასთან თუ „რესპუბლიკურ პარტიაში“. არაფერი განსაკუთრებული და გასაოცარი ამაში არ არის. „ნაცმოძრაობის“ ამბოხებული წევრები ცდილობენ, პერსპექტივები თავად შეიძინონ და იმდენად სააკაშვილზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. მთელი პროცესი მიდის იქითკენ, რომ, თუ ამბოხებულები შეეცდებიან საზოგადოების ნეგატივის გადამისამართებას მხოლოდ სააკაშვილზე, თუ მას შეახოცავენ ხელს ყველა პროცესში, შესაძლოა, მეტი პერსპექტივა გაუჩნდეთ, ამით მეტ-ნაკლებად რეაბილიტაცია მოახერხონ და მიიღონ პოლიტიკურად სასიცოცხლო ფუნქცია.

თუმცა დღეს, როდესაც თავისივე თანაპარტიელების მხრიდან მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირება გრძელდება, ასეთი საქციელი ორმხრივად ამორალურად მეჩვენება. ერთი იმიტომ, რომ სააკაშვილთან დაპირისპირების მიზეზები, რეალურად მისი არასწორი მმართველობისა და ბევრი სხვა მიზეზის გამოც, წლების განმავლობაშიც არსებობდა და, პირველ რიგში, მაშინ უნდა დაპირისპირებოდნენ სააკაშვილს. დღეს კი, ამ წუთში დაპირისპირება უზნეობაა. ამორალურია იმუშაო იმაზეც, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შემქნელი, მათი ძირითადი იდეოლოგი, ენერგიის მქონე, თუ შემოქმედი პირი, გააგდონ მის მიერვე შექმნილი პარტიიდან. დღეისათვის „ნაციონალურ მოძრაობას“ თუკი რაიმე წარმატება შერჩა, ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პირადი დამსახურებაა და არც ერთი სხვა დანარჩენის. გასაგებია, რომ სხვების გარეშე სააკაშვილი ამას მარტო ვერ შეძლებდა, მაგრამ რამდენჯერაც გივი თარგამაძე გამოჩნდებოდა ტელეეთერით, ვეჭვობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რაიმე შეემატებინა, ვიდრე დაეკლო. არა მგონია, ტელესივრცეში გამოსვლით ზურაბ ჭიაბერაშვილს რაიმე შეეძინა „ნაცმოძრაობისთვის“, პირიქით, ის ართმევდა „ნაცმოძრაობას“ ქულებს.

ერთდროულად, თუკი ძალიან ნეგატიური ან პოზიტიური ენერგია მოდიოდა, მოდიოდა ისევ მიხეილ სააკაშვილისგან. ამიტომ გარედან მაყურებლის თვალსაზრისით, ჩემთვის ეს ამორალური პროცესებია და ვფიქრობ ხოლმე, ისეთი პროცესები არ წავიდეს „ნაცმოძრაობაში“, რომ სააკაშვილის დაცვის რეჟიმში გადავიდეთ. გასაგებია, რომ სრულიად კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს „ნაცმოძრაობის“ ორივე ნაწილის მიმართ, რადგან ჩემს ცნობიერებაში ეს ერთი მთლიანია და, თუკი ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცას, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.

ნაცმოძრაობის“ ამბოხებული ფრთა ცდილობსყველაფერი სააკაშვილს გადააბრალოსისინი ამბობენრომ „ნაცმოძრაობაში“ პარტიული დაპირისპირება თავად მიშამ წამოიწყო და 20 იანვარს ის აპირებს სპორტის სასახლეში „ეგზისტენციალურიდიდგორი“ მოუწყოს საკუთარ თანამებრძოლებსთუკი მართლაც „ნაცმოძრაობაში“ პარტიული დაპირისპირება სააკაშვილმაწამოიწყომაშინიქნებამ ადამიანებსაც აქვთ უფლებასაკუთარი პროტესტი გამოხატონ ყოფილი ლიდერის მიმართრომელიცარ თმობს .ლიდერშიპობას?

– რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს საამისო უფლებები გააჩნიათ, მაგრამ, თუკი მიზანშეწონილობაზე ვსაუბრობთ, ეს მიზანშეწონილობა წლების განმავლობაში ბევრად უფრო ადრეც ყოფილა და, თანაც არაერთხელ. მეორე მხრივ, თუ არ მოსწონდათ პარტიის ლიდერისა და შემქმნელის პოზიციები, მარტივად შეეძლოთ, აქამდეც გასულიყვნენ პარტიიდან. ასე გააკეთა ვაშაძემ, ხაჩიძემ, კუბლაშვილმა, ჯაფარიძემ. ვინც სააკაშვილს შერჩება და დაუდგება გვერდით, ისინი გააგრძელებენ ფუნქციონირებას. მე არ მესმის „ნაცმოძრაობის“ სახელის შენარჩუნებაზე ჩაციკვლა, არ მესმის იმ სამიზნე ჯგუფის დატაცების მცდელობა, რომელიც, საერთო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის სამიზნე ჯგუფია, მისი ამომრჩეველია და არა -ბოკერიასი ან სხვა დანარჩენის. თორემ შეიძლება იდეურად ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარესაც რაღაც შეფასებებში ვეთანხმებოდე. თუ კრიტიკული დამოკიდებულება მაქვს სააკაშვილის მიმართ, მისი მაკრიტიკებელი ჩემს პოზიციებთან გაცილებით ახლოს იქნება. ბუნებრივია, სააკაშვილის კრიტიკის დროს შესაძლოა, მე ბოკერიას პოზიცია მქონდეს, მაგრამ, ასევე, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია შეიძლება მქონდეს ბოკერიასთან მიმართებით, როდესაც იგი მისი კრიტიკით გამოდის. აქ თავი და ბოლო არის არა იდეა, ფასეულობები, პლატფორმა, არამედ ჩვეულებრივი ძალაუფლებისა და რესურსების გადანაწილება პარტიაში. იგულისხმება „ნაცმოძრაობის“ რესურსები, კომუნიკაციები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზები.

იქნებსწორედ სააკაშვილი აპირებს მის მიერვე ნაშობი პარტიის დასრულებასამისკენ არ მიჰყავს საქმეთუნდაც ის ფაქტირად ღირსრომ სააკაშვილმა რომელ დაჯგუფებაზეც დადო ფსონი „ნაცმოძრაობაში“, ანუ ახალაიების კლანზეეს კლანიგანსხვავებითბაქრაძებოკერიას კლანისგანბევრად უფრო უპერსპექტივოთუმცა მიშას უსიტყვო მორჩილიაალბათამიტომაც გაუჩნდა ასოციაცია ტარას ბულბას ლიტერატურულ პასაჟთან დავით დარჩიაშვილსრომელმაც უკრაინულპარალელს გაუსვა ხაზი და ტარას ბულბას სიტყვებით განაცხადა, „Я тебя породил, я тебя и убью“. ეს ნიშნავსრომდამაინტრიგებლად იკვეთება ტარას ბულბას სახე მიშას ქმედებაში პარტიის დასრულების თვალსაზრისით

– მაგრამ „ნაცმოძრაობის“ სხვა წევრებისგან ბოლო პერიოდამდე ასეთივე უსიტყვო მორჩილებას არ ვხედავდით? ასე არ გრძელდებოდა დაახლოებით 14 წელიწადის განმავლობაში?! 2002 წელს ჩატარდა საკრებულოს არჩევნები, როდესაც „მოქალაქეთა კავშირს“ გამოეყო „ნაცმოძრაობა“ და ახლა უკვე 2016 წელია. ეს 14 წელიწადი მუდმივად ხმის ამოუღებელ რეჟიმში არ იყვნენ „ნაციონალები“? შეიძლება, საინტერესო იყოს ის, რომ, თუკი მიხეილ სააკაშვილი გააცნობიერებს, რომ ახლო და საშუალოვადიან პერიოდში პირადად მას საქართველოში არანაირი პერსპექტივა არ ექნება, შესაძლოა, მთლიანად სხვა ფორმით დაიწყოს მუშაობა, თუნდაც დისტანცირების ფონზე. ბუნებრივია, მისი ამოცანა არ არის, თავისი სახელითა და ენერგიით რამდენიმე კაცს შეუწყოს ხელი პარლამენტში შესვლასა და ფრაქციის ჩამოყალიბებაში. დისტანცირების ფონზე მუშაობის სხვა ფორმით დაწყება სააკაშვილს, ალბათ, უფრო გაუჭირდება, მაგრამ, საერთო ჯამში, მე რომ მკითხოთ, ეს ხალხი, ვინც დღეს მას პარტიაში ჰყავს, მიხეილ სააკაშვილს უფრო უფუჭებს საქმეს, ვიდრე პირიქით, სააკაშვილი უფუჭებს მათ საქმეს.

მიხეილ სააკაშვილს ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რომელიც მისი იდეებისა და ინტერესებისთვის საკმარისი არ არის, მაგრამ ეს ამომრჩეველი მისია, პირადია. დღევანდელი 500 ათასი ხმიდან მინიმუმ 450 ათასი მისი პირადი ხმაა და არა ვიღაც სხვის, ანუ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე სხვა წევრის. ამიტომ პირადად მიხეილ სააკაშვილისთვის შესაძლოა სასურველი პროცესიც კი იყოს, ახლიდან შექმნას „ნაცმოძრაობა“, შეინარჩუნოს ბრენდი და გრძელვადიან პერსპექტივაზე იმუშაოს. დღეს მიხეილ სააკაშვილის პირადი დამსახურებით 27 „ნაციონალია“ პარლამენტში, არც ერთი მათგანი თავისი დამსახურებით იქ არ ზის ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატები არ სხედან თავისი დამსახურებით.

უფრო მკაცრი შეფასებებიც გვესმისრომ ექსპრეზიდენტი დარჩენილია მხოლოდ „თავისუფალი ზონის“ მხარდამჭერებისამარად

– ამაშია სწორედ საქმე, შესაძლოა, სააკაშვილი ფიქრობს, გათიშოს „ნაცმოძრაობა“. მიხეილ სააკაშვილს აქვს სხვანაირი სტრატეგია. ყოფილ პრეზიდენტს ყოველთვის ასეთი მიდგომა ჰქონდა, როდესაც რაღაცას არ ეშველებოდა, მიაჩნდა, რომ უმჯობესი იყო, ის საქმე ჩამკვდარიყო. მაგალითად, ასე მოხდა ტექდათვალიერების შემთხვევაში. იმის გამო, რომ მას არ სჯეროდა, რომ იმ ხალხის გადამზადება შეიძლებოდა, ადგა და დახურა, საერთოდ გააუქმა ტექდათვალიერება. თუნდაც პატრულში თითქმის ყველანი გაუშვა და სრულიად ახლები მიიყვანა. ეს მიხეილ სააკაშვილის ხელწერაა და ვფიქრობ, ახლაც უფრო სააკაშვილი სარგებლობს იმით, რაც ხდება. სწორედ საკუთარი პარტიის რეფორმირების პროცესს ვხედავ მიხეილ სააკაშვილის საქციელში, რადგან ის ცდილობს, მოიშოროს მთელი ეს ხალხი, რომელიც მის ზურგზეა ჩამოკიდებული. თანაც, მოიშოროს ისე, რომ მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად სწორედ ისინი აღმოჩნდნენ შერცხვენილნი. სავარაუდოდ, ნებისმიერი ადამიანი სააკაშვილს უფრო მეტ უპირატესობას უპოვის, ვიდრე ამბოხებულ „ნაციონალებს“. ამიტომ მგონია, რომ სააკაშვილი თავის კლასიკურ, სტანდარტული რებრენდინგის სტრატეგიას ახორციელებს. ალბათ, ის მთლიანად დაცლის ამ პარტიას, ცოტა ხანს შეიძლება ჩაკეტოს, მაგრამ შეინარჩუნებს ბრენდს და ახალგაზრდების მეშვეობით ნელ-ნელა დაიწყებს ახალ ბაზრებზე გასვლას და რაღაცას ისევ შექმნას. შესაძლოა, მე უფრო მეტ რაციონალობას ვდებ სააკაშვილის ქმედებებში.

მაგრამ აწყობს კი სააკაშვილს იმ ადამიანების ამარა დარჩენავინც მას უპირობო ლიდერად აღიარებსპარტიისროგორცცოცხალი მექანიზმის არსებობისთვისუფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი არ არის განსხვავებული აზრებიეს უსიტყვომორჩილება რაში სჭირდება და ვის გაუშვებენ 20 იანვარს „ნაციონალური მოძრაობიდან“?

– პარტიის გაწმენდის იდეას არ გამოვრიცხავ. სააკაშვილი ეს არ არის ადამიანი გუნდი, ეს არის ადამიანი ბელადი, რომელიც ორიენტირებულია არა იმაზე, ვინმემ ალტერნატიული იდეები მიაწოდოს, არამედ ჯერჯერობით ის მუდმივად თვითონ არის ყველა იდეის გენერატორი. საკუთარ გუნდში ადამიანები მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ პირადი მიზნების განხორციელებაში დაეხმარონ. დაახლოებით ისეა, როგორც ჩვენ ხელსა და ფეხს ვიყენებთ ტვინის შესაბამისად, მაგრამ ხელს თავისი ავტონომია არ გააჩნია. ამიტომ სააკაშვილი სხვა ტიპის ბელადია, ის თანამედროვე ლიდერის ტიპაჟი არ არის. ასეთივეა თვითონ „ნაცმოძრაობის“ განდგომილი ნაწილიც, იმიტომაც იყო კარგად აწყობილი ეს სისტემა. კვლავაც კარგად იქნებოდა აწყობილი, უფრო მეტი წარმატებით რომ გაემარჯვათ და ისეთივე მოცემულობა მაინც მიეღოთ, როგორიც ჰქონდათ 2012 წელს. სააკაშვილი მეტს არაფერს აგებს, ამ ყველაფრით მას თეორიული შესაძლებლობები უფრო უჩნდება, მის მხარეს გარკვეული უპირატესობა, ბრენდი და ნეგატივთან ერთად პოზიტივიცაა. ნებისმიერ ნეგატივში, რომელზედაც ლაპარაკობენ სააკაშვილთან მიმართებით, საზოგადოების რაღაც ნაწილმა შეიძლება დადებითი ამოიკითხოს. მთელი ცხრაწლიანი საქმიანობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ ჩანს კარგი თუ ცუდი შეფასების მხარედ, არამედ – პირადად მიხეილ სააკაშვილი. უარყოფითიც მას რჩება და დადებითიც. ეს აძლევს მას თეორიულ პერსპექტივებს საშუალოზე მეტხნიან პერიოდში. პარტიის გაწმენდა მიხეილ სააკაშვილს უფრო აძლევს ხელს, ვიდრე თვითონ „ნაცმოძრაობის“ ამბოხებულ ფრთას.

ასე რომგადაჭარბებულია ფრაზარომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამთავრებს არსებობას

– „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოღვაწეობას დაამთავრებს იმდენი ხნით და იმდენი ფორმით, რასაც ამ წუთში, ამ მოცემულობით მიხეილ სააკაშვილი ჩათვლის საჭიროდ. თუ ის ჩათვლის, რომ დღეს საჭიროა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიძინოს (და მე ვფიქრობ, აქეთკენ უფრო მიდის საქმე), სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“ დროებით მიაძინებს. ამბოხებულები წავლენ, მათგან დისტანცირება მოხდება, საბოლოო ჯამში, ყველა მათგანი კიდევ უფრო მეტად გამარგინალდება, დაკონსერვდება ეს მოცემულობა და, როდესაც გარკვეული პერსპექტივები გაჩნდება, შეიძლება, ეს ყველაფერი ისევ გააღვიძოს. დროდადრო გარკვეული აქტივობის შენარჩუნება მას მაინც შეუძლია. საზოგადოების გასაგონად რაიმე განცხადებას გააკეთებს, იქ კიდევ ბიბლიოთეკა აქვს და ნომინალურ აქტიობას შეინარჩუნებს. ასეთი მეთოდები ზოგადად მენეჯმენტში არსებობს და მომავალშიც იარსებებს.

 

წყარო: for.ge

ავტორი: მანანა ნოზაძე

Use Facebook to Comment on this Post

არჩილ გამზარდია: „სააკაშვილი „ნაცმოძრაობას“ დროებით მიაძინებს“ Reviewed by on . „ნაცმოძრაობისგან“ დაზარალებული ადამიანები კარგა ხანია ელოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტია დასასრულს მიუახლოვდებოდა და „მორიელები ერთმანეთს დაჭამდნენ“. „ნაცმოძრაობისგან“ დაზარალებული ადამიანები კარგა ხანია ელოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ შექმნილი პარტია დასასრულს მიუახლოვდებოდა და „მორიელები ერთმანეთს დაჭამდნენ“. Rating: 0
scroll to top